გიორგი ონიანი: "მარიტიმუსთან" მარცხი უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონატზე გადავერთოთ

AutoSharing Option
გორის "დილას" მცველმა გიორგი ონიანმა "მარიტიმუსთან" (0:2) წაგების შემდეგ მატჩზე ისაუბრა და ასევე, ეროვნული ჩემპიონატის თემასაც შეეხო.

"გასვლაზე ვცდილობდით, გოლი არ გაგვეშვა. ჩვენთვის პორტუგალიაში ჩატარებული მატჩის მისაღები შედეგი, ალბათ, უფრო ფრე იქნებოდა, ხოლო შინ უკვე სხვა გზა არ გვქონდა და უნდა შეგვეტია. რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა.

"მარიტიმუ" საკმაოდ ძლიერი გუნდია და ასეთ მატჩში თუ არ გაგიმართლა, ძნელია, პორტუგალიელები დაამარცხო, მით უმეტეს ორი შეხვედრის ჯამში.

მართალია, მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა მოედანზე, მაგრამ დაცვაში კარგად იდგა. ამის მიუხედავად,
მომენტები მაინც შევუქმენით, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით.

ამ ყველაფრის ბრალი დაღლილობაც იყო. ჩემპიონატში მატჩები არ გადაგვიდეს, გუნდი გადაღლილი იყო და ძალების აღდგენა ბოლომდე ვერ შევძელით. ამას დამატებული, იღბალიც არ იყო ჩვენ მხარეს.

ეს ყველაფერი რაც შეიძლება, მალე უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონატზე გადავერთოთ. 9 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს ის რაოდენობა არ არის, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია.

ტურნირი ახალი დაწყებულია და გუნდები დაკარგავენ ქულებს, რითაც აუცილებლად ვისარგებლებთ. ჩვენ კი ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა", - განაცხადა ონიანმა.

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი დაიმალე რა არა ხარ ფეხბურთელი ყველა გოლი შენი ბრალი იყო, სირცხვილის გრძნობა სულ არა აქვს
beso
13:12 31-08-2012
0

სიახლეები პოპულარული