"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!

AutoSharing Option
გიორგი ონიანის თავს გადამხდარი ამბავი ყველასათვის ცნობილია: 10 აპრილს საქართველოს თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ტორპედოს" უმასპინძლა - ქუთაისელთა მცველი სწორედ ამ შეხვედრაში დაშავდა.

ონიანი მოედნის დამცავი ბადის ბოძს შეეჯახა.

29 წლის მცველს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. არამიანცი) კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. ფეხბურთელს ვესტუმრეთ და ონიანების ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ ექიმებს, გოგი მაღალაშვილსა და ვახტანგ პერტაიას ემადლიერებიან, რადგან მათ წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს.

ახლა გიორგი მკურნალობას პირველი კლინიკური საავადმყოფოს
ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი ნევროლოგიური დინამიკა შეინიშნება.

არის იმედი, რომ მკურნალობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს.

გიორგი ონიანს თანადგომა გამოუცხადა უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა კლუბმა, მოთამაშეებმა... მოკლედ, ლამის მთელმა საფეხბურთო სამყარომ.

Sportall.Ge
ასე გამოუცხადეს მხარდაჭერა გიორგი ონიანს ”ზესტაფონისა” და თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელებმა მატჩის დაწყებამდე

მაგრამ ერთი ისეთი ამბავი გვითხრა, ზოგიერთი გულგრილი ქართველისთვის მაგალითად რომ გამოდგება.

სოციალური ქსელი "ფეისბუქით" მას ალექს გარსია დაუკავშირდა - თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად "ბარსელონას" დამრიგებლის, ტიტო ვილანოვას ასისტენტია.

ალექს გარსია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აქცია, რომ ესპანეთში გიორგი ონიანის მკურნალობისთვის საჭირო თანხების ნაწილი შეკრიბოს.

კარგი ჟესტია ადამიანისგან, რომელიც საქართველოდან წავიდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში მუშაობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს
გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო
გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა
გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა
სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]
ალექს გარსიას ღია წერილი თბილისის "დინამოს" და მთელ საქართველოს
მკითხველის კომენტარები / 6 /
საღოლ გარსიას საერთდ ესპანელები კარგი ხალხია gracias garsia por tu atencion bravoooooooo
GRACIAS GARSIA
17:06 15-04-2013
0
წავიდა არა გააგდეს დინამოდან და ეგ დღე არ დამავიწყდება საიტეს რო ვნახე სტატია! სკოლაში ვიყავი მობილურით შევედი და მაგარი დავიგრუზე და მაგარი ცუდად მოექცენ გარსიას და გარსიას საღოლ ესეთი თანადგომისთვის!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული