აღმასკომი ყრილობის წინ - რომან ფიფია წევრობის ერთი-ერთი კანდიდატია

AutoSharing Option
21 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა.

აღმასკომში ვაკანსიის შევსება, ფედერაციის მორიგი ყრილობის საპროცედურო რეგლამენტების დამტკიცება და საკლუბო ლიცენზირების შედეგების განხილვა - ასეთი იყო დღის წესრიგი

სამივე მნიშვნელოვანი თემაა, უბრალოდ, მეორე საკითხი ფორმალური ხასიათის რომ არის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ფედერაციის აღმასკომში ფაქტობრივად წარმოდგენილნი არ იყვნენ კერძო კლუბების მესვეურები და აღმასკომის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია იქნება. აღმასკომს მეორე კანდიდატიც ეყოლება - სერგო კუტივაძე, ვეტერანი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი, ის ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირმა წარადგინა.

ფედერაციის ყრილობა
28 ივნისს გაიმართება თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" და აღმასკომის ახალ წევრებსაც იქ დაამტკიცებენ.

კერძო კლუბის აღმასკომში წარმოდგენა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თუ აღმასკომში არაერთი კლუბის წარმომადგენელი მოხვდება.

რაც შეეხება საკლუბო ლიცენზირების თემას, ფედერაციის აღმასკომმა რამდენჯერმე გაუწია იმ კლუბებს ანგარიში, ლიცენზირების მოთხოვნები რომ ვერ დააკმაყოფილეს და წლეულს იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ლიცენზირებას უკვე კანონის ძალა ექნება.

აღმასკომმა 1 ივლისამდე მისცა ვადა იმ კლუბებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ და დამდეგ სეზონში მათი მონაწილეობის საკითხი ჯერაც ღიად არის დარჩენილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული