"შახტარმა", რომელიც ბოლო წლებში სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ხშირად პლეი ოფშიც გადის, საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამით სასურველი შედეგი ვერ მიიღო.
"დინამოს" ესპანელი ლიდერის, ჩისკოს გამარჯვების გოლის გარდა, აღსანიშნავი ის არის, რომ შეხვედრის 49-ე წუთზე "დინ
ამ გამარჯვებას დინამოელებისთვის, უპირველესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ დუშან უჰრინის შეგირდებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან მიღწეული დადებითი შედეგი უთუოდ აუმაღლებს საკუთარი ძალების რწმენას.
საკონტროლო მატჩი
დინამო-შახტარი 1:0
გოლი: 1:0 ჩისკო (34)
იხილეთ ვიდეო
დინამო: ლორია, სეთურიძე (67. ძარია), კვარაცხელია, უსტარიცი, გლიშიჩი, ხმალაძე (82. შაშიაშვილი), გრაიციარი, ლექვთაძე (62. ხურცილავა), ე. გრიგალაშვილი (46. მერებაშვილი), დვალი (74. კვირკველია), ჩისკო
სათადარიგოები: ზარქუა, პაპავა
შახტარი: პიატოვი, კუჩერი, ისმაილი (69. სობოლი), ჰუბშმანი (46. სტეპანენკო), რაკიცკი (56. ვოლოვიკი), სრნა (69. კობინი), დუგლას კოშტა, გრეჩიშკინი (56. პატრიკი), ტაისონი (76. ბოლბატი), ტეიშეირა, ლუის ადრიანო (86. მაიკონი)
სათადარიგო: სარნავსკი
გაფრთხილება: მერებაშვილი (48)
მატჩის შემდგომი კომენტარები
დუშან უჰრინი: დონეცკის "შახტარისთვის" მოგებული არ მქონდა
ჩისკო: დონეცკის "შახტართან" თამაში ამხანაგური იყო, მაგრამ - პრინციპული
გიორგი ლორია: სასიამოვნოა დონეცკის "შახტართან" მოგება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]
დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]