გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე "სანლიურფასფორი" 3:1 დაამარცხა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე გორის "დილამ" 9 ივლისს კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა - თურქეთის პირველი ლიგის "სანლიურფასფორი" 3:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი გოლი თურქებმა გაიტანეს, გამთანაბრებელი ირაკლი მოდებაძემ შეაგდო, მერე კი ლაშა გვალიამ და გრიგოლ დოლიძემ გამოიჩინეს თავი.

"დილაში "გვითხრეს, რომ "სანლიურფასფორი" საკმაოდ ამბიციური კლუბია, დამდეგ სეზონში სუპერლიგაში გადასვლას აპირებს, ბიუჯეტი კი თითქმის ათი მილიონი დოლარი აქვსო.

შეგახსენებთ, რომ "დილამ" ამ თურქულ შეკრებაზე მანამდე სამი ამხანაგური მატჩი ითამაშა და სამივე ფრედ დაასრულა, 9 ივლისს კი ნავსი გატეხა.

სამშობლოში დაბრუნებამდე "დილა" საკონტროლო შეხვედრის
ჩატარებას აღარ აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული