"ზუგდიდის" ტექნიკური სპონსორი შესაძლოა "სალერი" გახდეს

AutoSharing Option
"ზუგდიდი" მომავალი სეზონისთვის სოფელ რუხის ბაზაზე ემზადება.

გუნდი 1 აგვისტოს საკონტროლო შეხვედრაში მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდება, ამას კი მოჰყვება კიდევ ერთი სპარინგი პირველ ლიგაში დაქვეითებულ ფოთის "კოლხეთთან".

"სულ ორიოდე დღეა, რაც კობა წიტაიშვილი ჩვენთან მოვიდა და მწვრთნელის კონსულტანტია.
საერთოდ, გუნდის ხელმძღვანელები ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ ამის დამალვა არ შემიძლია - გუნდს და მოთამაშეებს ვეღარ ვცნობ.

წიტაიშვილის საქმისადმი და მოთამაშეებისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. რომ არ ველოდი, ისეთი მწვრთნელი ჩანს.

იმედია, მისი ხელმძღვანელობით, სეზონს წარმატებით ჩავატარებთ. რაც შეეხება სიახლეებს, ველოდებით ბაქარ მირცხულავას და
"სამტრედიას" მეკარე კეკელიას.

მოლაპარაკება დავიწყეთ კომპანია "სალერთან" და იმედია, ტექნიკური სპონსორი გვეყოლება. რაც შეეხება დაფინანსებას, შეგვპირდნენ, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება და იმედია, ასეც იქნება"
- გვითხრა "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდი" ახალ ფეხბურთელებს იმატებს
"ზუგდიდმა" რუსეთის პირველი ლიგის "ხიმკიდან" საბა ფიფია დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული