32 წლის ჯაკობიამ შარშან უჟგოროდის "ჰოვერლაში" ითამაშა, ორწლიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ფორმა აღიდგინა, გუნდს პირველიდან პრემიერლიგაში გადასვლაშიც დაეხმარა და არც მედიის აღიარება მოჰკლებია...
მაგრამ სეზონის მიწურულს მუხლი დაიზიანა და საბოლოოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს ამბავი მისმა მეგობარმა მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ გვითხრა:
"ლაშამ კარიერა დაასრულა, მაგრამ ფეხბურთში დარჩება და გვერდში დამიდგება. მისი
ჯაკობიას კარიერა ძალიან კარგად დაიწყო - 17 წლისა ბელგიური "სტანდარდის" სრულუფლებიანი წევრი გახდა, მაგრამ ტრავმებმა გაამწარა და რამდენიმე კლუბში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა.
ასევე წარუმატებელი იყო მისი კარიერა თბილისის "დინამოსა" და "თბილისში".
2004 წლის იანვარში ჯაკობია საბერძნეთის "იანინაში" გადავიდა, მაგრამ იმავე წელს ხარკოვის "მეტალისტში" აღმოჩნდა. სწორედ უკრაინაში, მირონ მარკევიჩის ხელმძღვანელობით გაეხსნა "მეორე სუნთქვა". მერე ალექსანდრ ზავაროვთან, კიევის "არსენალშიც" ბრწყინავდა, ორივეგან გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო...
მაგრამ გეხსომებათ 2010 წლის მარტი, როცა ჯაკობია დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა და დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შემდეგ ის მაინც დაბრუნდა ფეხბურთში, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით.
ჯაკობია იყო საქართველოს ნაკრების წევრიც და მისი მაისურით 14 მატჩში 1 გოლიც გაიტანა. ითამაშა 18-წლამდელთა ევროპის 1998 წლის ჩემპიონატზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"