ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს

AutoSharing Option
ბოლო წლებში ქართული ფეხბურთი ისეთ თავდაღმართზე დაეშვა, რომ ჩვენი მოთამაშეების სახელი და პრესტიჟი გვარიანად შეილახა. ამ ყველაფრის გამო ნიჭიერ ქართველ ბავშვებს უცხოეთში წასვლა უჭირთ. თითოეულ მათგანზე ჩვენებურ მენეჯერებს ევროპელთა დარწმუნება და ქართველი ტალანტების შესაძლებლობებში კლუბების დარწმუნება უჭირთ.

მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი გამორჩეული ამბავი იყო - გერმანული მედია ადასტურებდა, მიუნხენის "ბაიერნი" 18 წლის ქართველით დაინტერესდაო... და ეს ჩვენი ფეხბურთისთვის პატარა საქმე როდია.

ამ ტრანსფერში ქართულ მხარეს ეროვნული ნაკრების 2 ყოფილი წევრი, ლაშა ჯაკობია და გოგა გახოკიძე წარმოადგენდნენ. პირველი ბელგიურ ბაზარზე უკვე
კარგად არის გაცნობიერებული და ბოლო სამ წელიწადში რამდენიმე კარგი ტრანსფერიც განახორციელა...

მოკლედ, ჯაკობიამ ბელგიაში თამაშის პერიოდში აწყობილი კავშირები მენეჯერობაში მშვენივრად გამოიყენა. ის გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში გოგა გახოკიძეთან ერთად ახლდა და "გენტში" გიორგის პირველ ნაბიჯებზეც გველაპარაკა:

- უკვე მესამე დღეა, რაც ბელგიაში გიორგისთან ერთად ვართ, როჯერ ანგოტესთან და გოგა გახოკიძესთან ერთად, ანუ ვინც ამ ტრანსფერზე ვიმუშავეთ. ჩაკვეტაძემ "გენტის" ძირითად გუნდში დაიწყო ვარჯიში. მას ბელგიელები ძალიან კარგად დახვდნენ - მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, პრეზიდენტიც. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და იმედია, დროთა განმავლობაში ამ ავანსებს გაამართლებს. "გენტის" ძირითად გუნდში ვარჯიში კი გუშინწინ დაიწყო.

- ამ ტრანსფერზე უამრავი მითქმა-მოთქმაა. გერმანული მედიაც კი წერს, რომ დაინტრესებული მიუნხენის "ბაიერნი" იყო...
- მე საქმე "გენტთან" მქონდა და ამაზე შემიძლია ვილაპარაკო.

- ბელგიელები როდის დაინტერესდნენ?
- "გენტმა" მისი აყვანა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე გადაწყვიტა.

- თუ გრანდები იწვევდნენ, რატომ მაინცდამაინც "გენტი"? გრანდში უფრო გამოჩნდებოდა და გაიზრდებოდა...
- "გენტი" გიორგიმ იმიტომ აირჩია, რომ უპირველესად, სერიოზული ინტერესი იყო კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბისგან. თავად გიოსაც ძალიან სურდა, რომ ევროპაში ჯერ ამ დონეზე ეთამაშა. ბელგიაში უფრო ადრე დაიმკვიდრებს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსს და "გენტიდან" გამზადებული, გაზრდილი და ჩამოყალიბებული უკეთეს გუნდში მოხვდება. აქედან უფრო იოლი იქნება ნებისმიერ გუნდში გადასვლა - გეგმაზომიერი წინსვლა აჯობებს.

- გრანდების მცდელობა გამორჩეულ ინტერესს იწვევს და ამაზე დაწვრილებით მსურს ვილაპარაკოთ. რომელი გუნდები იწვევდნენ?
- რამდენიმე გრანდი დაინტერესდა და არამხოლოდ "ბაიერნი". იყო ინტერესი "მანჩესტერის", "ლევერკუზენისა" და "ჰოფენჰაიმის" მხრიდან. მაგრამ ამ დროისთვის "გენტის" საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

- "ბაიერნი" 6 მილიონს იხდიდაო. ამას, ბელგიელების გარდა, გერმანელებიც წერენ...
- მე ამ საკითხთან შეხება არ მქონია და ვერაფერს ვიტყვი.

- გიორგის დამკვიდრების შანსს როგორ აფასებთ?
- მე კი მგონია, რომ გიორგის აქვს ყველაფერი, რაც კი თანამედროვე ფეხბურთელს სჭირდება. ძალიან მაგრად ხედავს მოედანს, უსწრაფესად იღებს გადაწყვეტილებას, სწრაფია, განსაკუთრებით კარგად გარბის ბურთთან ერთად, შეუძლია მშვენიერი ბოლო პასის გაკეთება. ამავე დროს, შრომისმოყვარე და თავმდაბალი ბიჭია. ბელგიელები აკვირდებოდნენ და მიხვდნენ, რომ საქმე დიდ ტალანტთან ჰქონდათ.

- ბელგიაში ქართველებს თამაში და დამკვიდრება ძალიან უჭირთ...
- ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, რადგან ბელგიის ჩემპიონატში ჩვენზე გაცილებით სწრადი ტემპია და მაღალ სისწრაფეებზე თამაშობენ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 10-20-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ქართულ ლიგაში. დამიჯერეთ, საქართველოს ჩემპიონატიდან ევროპაში დამკვიდრება კი არა, მოხვედრაც უკვე რთულია, მით უფრო, პირველივე ტურიდან შეეგუო ამ სისწრაფეებს, ტემპს, ორთაბრძოლებს. აღარაფერს ვამბობ, რომ მცირე სივრცეებში თამაშისას დროული გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. აქ ყველა თამაში დაძაბულია.

მაგრამ ვიმეორებ, გიორგის აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე რომ გახდეს შემადგენლობის ფეხბურთელი და მჯერა, ახალ გარემოს ალღოს მალე აუღებს.

- მერედა, გუნდში ადაპტაციისთვის დროს მისცემენ?
- ამაზე იყო ლაპარაკი - "გენტში" გააზრებული აქვთ, რომ რაღაც პერიოდი ადაპტაციისთვის დასჭირდება და ეს მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარეა. ერიდებიან მოვლენების დაჩქარებას, ნაადრევ და ზედმეტ დატვირთვებს არ მისცემენ. მე, გახოკიძე და როჯერი ყველანაირად ვცდილობთ, რომ გიორგის ადაპტაციაში დავეხმაროთ და წარმატებულ სეზონს ვუსურვებ. დღეს და კვირას ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე გიორგი პირველი თერთმეტეულის ფეხბურთელი გახდება.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც დაუჯერებელი იყო, 18 წლის ახალწვეულს 7-ნომრიანი მაისურა რომ გადასცეს - ამ მაისურას გამორჩეულები იმსახურებენ ხოლმე...
- ყოფილი ფეხბურთელი ვარ და აბსოლუტურად გეთანხმებით. 7 ნომერი "გენტის" ლიდერი კულიბალი იყო, რომელიც "ნანტში" გაყიდეს და ეს ნომერი გიოს გადასცეს. სხვათა შორის, მწვრთნელმა პირველ დღეს გიორგის უთხრა, ვიცი, "დინამოში" 10-იანი გეცვა, ეს ნომერი "გენტში" დაკავებულია, თორემ დიდი სიამოვნებით გადმოგცემდიო.

- ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - "ტრანსფერმარკტის" ცნობით, "გენტმა" თბილისის "დინამოს" 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა...
- თანხის დაკონკრეტება ჩემგან უხერხულია და არც მსურს, მაგრამ ზოგადად გეტყვით: ყველამ იცის ბელგიული გუნდების საკადრო პოლიტიკა, რომ ცდილობენ, ახალგაზრდა ფეხბურთელები ლამის უფასოდ ან თეთრებში შეიძინონ. ჩაიგდებენ მათ ხელში, გუნდს და ჩემპიონატს ტრამპლინად განიხილავენ და შემდეგ სოლიდურ თანხად გაყიდიან.

ბელგიური კლუბებისა და "გენტის" სატრანსფერო პოლიტიკის ფონზე ეს გადასვლა ამოვარდნილი იყო, რადგან კლუბს ჩაკვეტაძის გამოსყიდვა სოლიდური თანხა დაუჯდა. ბელგიის ჩემპიონატიდან კი პერსპექტივა ნამდვილად არის, რადგან გამორჩეული ფეხბურთელებისთვის ნებისმიერი ქვეყნის გრანდის კარი ღიაა.

სწორედ ეს იყო გიოს "გენტში" გადასვლის მიზანი. მას აქვს ნდობა და ყველანაირი პირობა, რომ პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს და უკვე მომზადებული ფეხბურთელის სტატუსით გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატსა და გუნდში გადავიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეოლა, რომელი გუნდის "თავკაცი" ხარ? დაცვას, ბოდიში, ჭკუას მიხედე, ჭკუას!!!!! გიოორგის კი წრმატებებს უსურვებ და დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ დიდ ფეხბურთსაც ითამასებს, თუ არ თამაშობს უკვე...!!
ლობანოვსკი
16:23 14-09-2017
0
მაგრად მოატყულეს ეგ ბავშვი, 25 % არა აქვს შანსი რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს. თუ ბაიერნის ვარიანტი იყო და ვარი ათქმევინეს ესეიგი ჩათლახურად მოიქცნენ . კი ბატონო შეიძლება ამ გუნდმა ორი კაპიკი მეტი მიცა მარა ამ გუნდში თითქმის არა შანსი რო განვითარდეს რა მონაცემით მივიდა მაგ დონეზე დარჩება, ძალიან სამწუხაროა.
წინასწარ გილოცავ კაი სპორტ კარს კი იყიდი და კი გაიხარებ და ღმერთმა მშვიდობით მოგახმაროს მაგრამ შენ ჩვენი ფეხბურთითვის ვერ გამოდგები სამწუხაროდ
ფეოლა
12:21 09-09-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული