გიორგი დევდარიანი: "რაპიდს" მხოლოდ პატრიოტიზმით ვერ მოვუგებთ

AutoSharing Option
29 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში, გორის "დილა" ვენის "რაპიდს" შეხვდება. მატჩის წინა დღეს კი მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა პრესკონფერენციები გამართეს.

შტეფან ჰოფმანი ("რაპიდის" კაპიტანი):
"პირველ მატჩში მოგების მიუხედავად, ვაცნობიერებთ, რომ საკმაოდ საშიში მეტოქე გვყავს და შეხვედრას განსაკუთრებული მობილიზებით ვეკიდებით.

ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში წაგება "დილასთან" საპასუხო მატჩზე გავლენას არ მოახდენს. ევროპალიგაზე გასვლა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

...თბილისში 2007 წელსაც მითამაშია, მაშინ "დინამოს" აქ 3:0 მოვუგეთ, შინ კი - 5:0. ამჯერად ქართული გუნდი ასე იოლად ვეღარ დავამარცხეთ,
მაგრამ ვეცდებით, "დილასთან" მატჩიც საჩვენოდ დავასრულოთ".

ზორან ბარიშიჩი ("რაპიდის" მთავარი მწვრთნელი):
"ვეცდებით, თბილისში ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გავზარდოთ, თუმცა სოლიდური და ძლიერი მეტოქე გვყავს. "დილაში" ბევრი ტექნიკური მოთამაშეა, რომლებიც საფრთხეს შეგვიქმნიან.

დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველი. ვიცი, რომ სტადიონი შეივსება, რაც "დილას" შეტევებისკენ უბიძგებს. ამის მიუხედავად, დაცვაში ჯდომასა და უკნიდან თამაშს არ ვაპირებთ.

რა და როგორ აჯობებს, ამას უშუალოდ მატჩი დაგვანახვებს. აქვე ვიტყვი, რომ ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნათამაშებ შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება".

გიორგი დევდარიანი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):
"მოდებაძე ორი ტაიმისთვის მზად არ არის, მაგრამ ერთს მაინც ითამაშებს. ვიცით, ამ შეხვედრას "დილასთვის" ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

თუმცა "რაპიდს" მხოლოდ პატრიოტულ მოტივებზე ლაპარაკით ვერ დავამარცხებთ. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და იცის, რა დავალება უნდა შეასრულოს...

...მეტოქეს რომ კარგი მწვრთნელი ჰყავს, პირველ შეხვედრაში გამოჩნდა - ჩვენი თამაშის მანერა კარგად ჰქონდა შესწავლილი. შეტევები ეფექტურად ჩაგვიკეტეს, განსაკუთრებით, კონტრშეტევებზე.

ის, რომ "რაპიდმა" ავსტრიის ჩემპიონატში ზედიზედ 2 შეხვედრა წააგო, იმას ნიშნავს, ჩვენთან მატჩებისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ. ამიტომაც ათამაშეს ბოლო ტურში მეორე შემადგენლობა. თუმცა, მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, ხვალ მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ...

ამავე დროს, მინდა ვთქვა: ავსტრიაში ძალიან არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ "რაპიდი" და მისი ქომაგები ამასთან კავშირში არ არიან. ამიტომ მივმართავთ გულშემატკივრებს: ავსტრიელ პოლიციელებს პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა გასცენ, ჩვენ კი ფეხბურთს და ერთმანეთს ვცეთ პატივი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: თუ აუცილებელი გახდა, ვა-ბანკზეც წავალთ
ლაშა გვალია: "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფში - წარმოგიდგენიათ, რა იქნება?
სწრაფი, ბასრი და იღბლიანი გრიგოლ დოლიძე: წილისყრამ გაგვიმართლა
გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლევაი საკვირველის მოლოდინშია სრულიად საქართველო! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო ჩვენი ბედკრული ქვეყნისთვის ესოდენ აუცილებელ სასწაულის მოხდენაში! უნიჭიერესი მწრთვნელის და თავმდაბალი ადამიანის,გიორგი დევდარიანის, იმედის მომცემი და ჭარმაგი ფეხბურთელების ერთიანი შეუდრეკელი შემართებით აუცილებლად გაიხარებს დღეს ქართველი გულშემატკივარი.შეგეწიოთ უფალი.
Navareli
13:12 29-08-2013
0
გენაცვალეთ ბიჭებო მთელი საქართველო თქვენ შემოგცქერით იმედით, სტადიონი უნდა გავავსოთ
დავითი
11:30 29-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული