გიორგი დევდარიანი: ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

დევდარიანმა, სხვასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებასა და მენტალურ პრობლემებზეც ისაუბრა.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკლებად არიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, რაიმე პატარა მიღწევის შემთხვევაში უფრო ხშირად ამით კმაყოფილდებიან და წინსვლას აღარ განაგრძობენ - ეს საქართველოში სპორტული აღზრდის პრობლემაა თუ ზოგადად, ეროვნული მენტალიტეტის თავისებურება?
- მე ფეხბურთში ვმუშაობ და არ მინდა გადავწვდე სხვა სფეროებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასწავლებლების გამოცდები
ჩატარდა, სადაც 90 პროცენტი ჩაიჭრა. ამდენად, როცა მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, მენტალიტეტის შეცვლა ალბათ განათლების სფეროს პირდაპირი პრეროგატივაა.

ყველა ეს სფერო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთმანეთთან კავშირშია და თუ რომელიმე მათგანი მოიკოჭლებს, ჩნდება მენტალური პრობლემები.

ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ს ყიდვის შემთხვევაში ამოწურავს თავის მოტივაციას.

ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით.

ამიტომ მენტალიტეტი დაბადებიდან კი არ დევს ჩვენში. შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, ვინც ერთი BMW იყიდა და ხუთიც, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა. ეტყობა, იმათი სულიერი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი იყო და სხვა მოთხოვნები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამიტომ აქ ისევ ზოგად პრობლემებთან მივდივართ...

იხილეთ სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა +ეეცით რომას, დაიკიდეთ რა...გიორგი დევდარიანს სადაც ყოფილა არსად თავი არ შეურცხვენია... არც იმ დინამოში საიდანაც თვითონ წამოვიდა...საქართველოს ნაკრებს მისი დარი მწვრთნელი უნდა ყავდეს და არა ტლუ, გაუნათლებელი, უზრდელი, თავშეყვარებული, უამბიციო და რეგვენი ქეცბაია... საქართველოში დღესდღეობით გეგუჩაძე და დევდარიანი არიან საუკეთესოებო... მალე მათ ცეცაძეც შეუერთდება და ნახავთ... ფეხბურთელებიც უცებ გამოავლენენ თუ რა შეუძლიათ...წაი ქეცბაია კვიპროსის აკადემიას მიხედე!
murtalo
02:37 13-09-2013
0
roma შენ ან ძალიან პატარა ხარ ან კიდევ ეხლა დაიწყე ფეხბურთის "კითხვა" სჰენ ალბათ კვერცხში წიოდი მაგ დროს დევდარიანს რა გუნდიც ყავდა! "თბილისის თბილისი" ! გახსოვს ეს გუნდი? ან არავის მოუყოლია მაინც ამ გუნდზე?! 16-17 წლის ბიჭებმა საქართველოს ჩემპიონატში რა ქნეს? რომ გადახნეს ყველა და ყველაფერი თითქმის იმ წელს ჩემპიონატში! შენ მაგარი ბოღმა ვიგაც ხარ! კაცმა თავის აზრი გამოთქვა და შენ გამოხტი და აკრიტიკებ აქ! შენ რას მიგიხწევია ერთი! რით ასახელე საქართველო?! რაში გამოადექი საქართველოს? ან სცადე მაინც გამოსდგომოდი?
juve-nedved
14:46 12-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული