დევდარიანმა, სხვასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებასა და მენტალურ პრობლემებზეც ისაუბრა.
მკითხველი:
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკლებად არიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, რაიმე პატარა მიღწევის შემთხვევაში უფრო ხშირად ამით კმაყოფილდებიან და წინსვლას აღარ განაგრძობენ - ეს საქართველოში სპორტული აღზრდის პრობლემაა თუ ზოგადად, ეროვნული მენტალიტეტის თავისებურება?
- მე ფეხბურთში ვმუშაობ და არ მინდა გადავწვდე სხვა სფეროებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასწავლებლების გამოცდები
ყველა ეს სფერო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთმანეთთან კავშირშია და თუ რომელიმე მათგანი მოიკოჭლებს, ჩნდება მენტალური პრობლემები.
ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ს ყიდვის შემთხვევაში ამოწურავს თავის მოტივაციას.
ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით.
ამიტომ მენტალიტეტი დაბადებიდან კი არ დევს ჩვენში. შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, ვინც ერთი BMW იყიდა და ხუთიც, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა. ეტყობა, იმათი სულიერი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი იყო და სხვა მოთხოვნები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამიტომ აქ ისევ ზოგად პრობლემებთან მივდივართ...
იხილეთ სრული ვერსია