ზაზა ჯანაშია: ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დამიგდო მაგიდაზე...

AutoSharing Option
დრო იყო, ზაზა ჯანაშია ნაკრების შეკრებაზე მოსკოვიდან თბილისში... ავტომანქანით ჩამოდიოდა! ახლაც ჩამოვიდა, ოღონდ - თვითმფრინავით და ოჯახთან ერთად.

ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი თბილისში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რათა სამშობლოში იცხოვროს, შვილები ქართულად აღზარდოს და თუ შესთავაზებენ, ქართულ კლუბში იმუშაოს.

1990-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო ამბები გაიხსენა...

- ბევრისგან გამიგონია, ნიჭი რომ არ გაეფლანგა, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდაო... ეთანხმებით ამ აზრს?
- არა. მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მეტს ვერ შევძლებდი... მოწინააღმდეგის
მოტყუება მეც შემეძლო, მაგრამ რა აზრი აქვს, მთელი გუნდი მოატყუო და მერე ვერაფერი გააკეთო?! ფეხბურთიდან იმ დროს წავედი, როცა ყველას ვუყვარდი, ყველა პატივს მცემდა. ჩემთვის არც საქართველოში შეუგინებია ვინმეს და არც - რუსეთში...

- საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი რომ ითამაშეთ, ვისი ბრალია?
- ეს მწვრთნელებს უნდა ჰკითხოთ. საქართველოში ყველამ იცის, რატომ ვითამაშე ასე ცოტა ნაკრებში. არადა, ექვსჯერ გამომიძახეს და ოთხი ბურთი გავიტანე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?!

ერთ-ერთ მატჩზე რომ გამომიძახეს, "ლოკომოტივის" თავკაცმა იური სიომინმა უთხრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს - ოთხი დღის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკთან" რუსეთის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, ზაზას მეტი თავდამსხმელი არ მყავს და თუ არ უნდა ათამაშოთ, ვერ გამოვუშვებო. როგორ არა, აუცილებლად ითამაშებსო და... თბილისში რომ ჩამოვედი, თამაშის წინა დღეს მოულოდნელად გადაიფიქრეს...

ასეთია ქართული მენტალიტეტი და ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იკარგება. სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...

- "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს შორის მობილური ტელეფონი პირველს თქვენ გქონდათ. კიდევ რითი გამოირჩეოდა 1990-იანი წლების ბოლოს ზაზა ჯანაშია თანაგუნდელებისგან?
- ქართველებს ფუფუნება გვიყვარს, რუსებს კი ასეთი რაღაცები დიდად არც აინტერესებდათ. კარგად მახსოვს, ის ტელეფონი 1 000 დოლარზე მეტი ღირდა. თანაც, იმხელა იყო, თავში რომ ჩაგერტყა ვინმესთვის, ვეღარც წამოდგებოდა (იცინის).

კიდევ რითი გამოვირჩეოდი? ავტომანქანაც ყოველთვის თანაგუნდელებზე უკეთესი მყავდა... "ლოკომოტივში" რომ ჩავედი, "ვაზ 2107" მომცეს, თუმცა უკვე ერთი თვის შემდეგ გერმანიიდან BMW ჩამოვაყვანინე და იმით დავდიოდი...

- საჩუქრად "მერსედესი" მართლა მიიღეთ?
- რა მარკაც არსებობს, მგონი, ყველა მქონია... "მაკაბისთან" მატჩის წინ მეგობარი შემპირდა - გოლს თუ გაიტან და მოიგებთ, საჩუქარი ჩემზეაო. ერთი კი არა, იმ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე და ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დააგდო მაგიდაზე...

მანქანით სწრაფად სიარულიც მიყვარდა, თუმცა ყველა მცნობდა და ამის გამო არასდროს დავუჯარიმებივარ. მხოლოდ ავტოგრაფისთვის მაჩერებდნენ.

- ათი წელიწადია, საქართველოში არ ყოფილხართ...
- დიახ, 2003 წლის შემდეგ... ოჯახს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? როცა მოვახერხე, წამოვედი კიდეც.

მინდა, ჩემი შვილები ქართულად გაიზარდონ. მოსკოვში დარჩენა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ბიჭი რუსეთში ისე ვერ გაიზრდება, როგორც სამშობლოში, ქართული მენტალიტეტი არ ექნება!

მინდა, ჩემი შვილები სამშობლოში გაიზარდონ და იცოდნენ, რა არის საქართველო!

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
"შენი ქვეყანა სულ სხვაა!" - რას აპირებს საქართველოში დაბრუნებული ზაზა ჯანაშია
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფანები ჯანაშიას თამაში გინახია საერთოდ ან ლოკომოტივში ან ნაკრებში როგორ უნდა ითამაშოს და ძან მაგრად თამაშობდა და არ მოქმედებდა მასზე რასაც აკეთებდა ეხლა მითხარი ვინ გყავს დღევანდელობაში ჯანაშიაზე უკეთესი ან მაგის ნახევარი დონის თავდამსხმელი?
ქომაგი
05 ნოემბერი 2013 16:56
0
ძალიან კარგია რომ საქართველოში დაბრუნდა და შვილებს აქ აღზრდის. ზაზას გაუმარჯოს!
leri
05 ნოემბერი 2013 14:54
0
პალიტრაზე წავიკითხე სრული ინტერვიუ, ტიპი ოფიციალური ***, მართლაც რომ მენტალიტეტო ***!
სუფრაზე გამოდგება, შეიძლება 1-2 სახუმარო რამე თქვას და ყანწიც გამოცალოს, მარა ფეხბურთში ასეთი მენტალიტეტით ვერაფერს გააწობდა ფაქტია.
ყველა ფეხბურთელს მწვრთნელზე, დისციპლინაზე და ნაკრებზე ესეთი დამოკიდებულება თუ აქვთ კიდე მინიმუმ 30 წელი არაფერი გვეშველება.
18 საათი იმგზავრა ბიჭმა მანქანით და რა მოხდა მერეო, არ ვიცი სასაცილოა თუ სატირალი.
ჯანაშია და მისთანა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს სამწვრთნელო შტაბში მოურინიო, გუარდიოლა, კაპელო, კლოპი, სკოლარი, დელ ბოსკე, ლიპი და ჰეინკესი ერთად რომ დაუნიშნო მაინც შედეგი იქნება ნული!
fanebi
05 ნოემბერი 2013 14:02
0
გათანხმები!სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...
guja_kakhadze
05 ნოემბერი 2013 13:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული