ლევან კობიაშვილი: ქეცბაიას თუ შევხვდები, გამარჯობას ვეტყვი და გადავკოცნი

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ დაძაბულობაზე საკუთარი აზრი გაუზიარა.

ლევანმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისური 100-ჯერ მოურგია, ნაკრების მწვრთნელთან, ქეცბაიასთან პირად დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, თავის დროზე კობიაშვილის ნაკრებიდან გაშვება ცუდი ფორმით მოხდა...

- როცა ეროვნულ ნაკრებს ჩამოგაშორეს, რამდენიმე თვის შემდეგ ითქვა - კობიაშვილმა ნაკრების მწვრთნელის სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ალექსანდრე იაშვილთან კი ქეცბაიამ დარეკაო. ახლა რა ვითარებაა, ქეცბაიასთან კომუნიკაცია ისევ ვერ ხერხდება?
- მე არასდროს მითქვამს უარი ნაკრებში თამაშზე,
პირიქით - ჩემზე თქვეს უარი, აღარ ჩამთვალეს საჭიროდ. გული დამწყდა იმ ფორმაზე, როგორც ჩამომაშორეს ნაკრებს და ამ განწყობას დღემდე ვერავინ შემაცვლევინებს.

რაც შეეხება იაშვილს, ნაკრებიდან რომ გაუშვეს, რვა თვის შემდეგ დაურეკეს. ჩემს ტელეფონზე ერთი ზარი შემოვიდა. იმ დროს არ მეცალა და ზარს ვერ ვუპასუხე, მერე კი არავის დაურეკავს. მას შემდეგ ერთხელ დავურეკე ქეცბაიას, ნაკრებმა თამაში მოიგო და მივულოცე. მერე აღარ გვილაპარაკია. თუ შევხვდები, გამარჯობას ვეტყვი და გადავკოცნი.

(ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ)
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე სტაბილური ქართველი Fეხბურთელი, ნეტავ ყველა ასეთი იყოს შედეგი კარგი გვექნებოდა,
zura
18:35 29-11-2013
0
ჯიგარი ხარ ლევან
roini
17:17 29-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული