დათო ყიფიანს უთქვამს, გიორგი ქინქლაძე ჩემზე მაგარი იქნებაო. მაგრამ ქინქლაძეც ისე წავიდა ფეხბურთიდან, რომ სევდა დაგვიტოვა.
ინგლისელ ჟურნალისტებს უყვართ მეტაფორები, ამ საქმის დიდოსტატები არიან და ნაირგვარად აქებდნენ "მანჩესტერ სიტის" ქართველს. ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტიში" ერთი პრემიერლიგური სეზონი ითამაშა და ეს იკმარა სახელის მოსახვეჭად.
ქინქლაძე მაგარი ფეხბურთელი იყო - ნათელი გონებით, დახვეწილი დრიბლინგითა და ყველაფრით, რითიც დიდი ტალანტი ფასობს.
ბერლინის "ჰერტას" თბილისში
ქინქლაძის კარიერაც ვერ გამოდგა წარმატებული, მაგრამ მაინც ბევრი მოახერხა - ქინქლაძე მითია ინგლისშიც და საქართველოშიც. მის მიმართ ქართველი გულშემატკივარი მომთხოვნიც იყო და ლოიალურიც, ინგლისში კი ის მოვლენა იყო.
ჰიონესი და გერმანული ფეხბურთი კი იმად გამახსენდა, რომ ქინქლაძეს ის ჟინი აკლდა, რაც ჰიონესის თაობის გერმანელებს, თითქოს, თანდაყოლილი ჰქონდათ, როგორც ორ მსოფლიო ომში დამარცხებული ერის შვილებს.
ფეხბურთი ძალიან საინტერესო თამაშია, ტიტულები რომც ვერ მოიგო, მაინც შეგიძლია გახდე კერპი, მერე კი მითად იქცე...
ქინქლაძე "მეინ როუდის" მეფე იყო, 35 ათასი ინგლისელი უკრავდა ტაშს ქართველს იმ სტადიონზე...
დღეს რუსეთისა თუ უკრაინის არცთუ მოწინავე გუნდებში მოთამაშე ქართველებს შეუძლიათ "ბენტლის" ყიდვა, ზოგი სულაც პისტოლეტს "ამარიაჟებს" შარდენის რომელიღაც ფეშენ-კაფეში...
ყველა ისე ცხოვრობს, როგორც ამის სურვილი აქვს, უბრალოდ, ყველას არ შეუძლია, რომ თუნდაც ფოტოთი გული დაგითუთქოს.
"მეინ როუდი" 2004 წელს დაანგრიეს. ამბობენ, "უემბლის" მერე ეს სტადიონი თავისი მნიშვნელობითა და მისტიციზმით ინგლისში მეორე საფეხბურთო სარბიელი იყოო, ქინქლაძე კი, ასეთი მნიშვნელობის არენაზე, ნომერ პირველი გახლდათ...
ქინქლაძე საფეხბურთო ტრიუკების ოსტატი იყო, ნამდვილი გენიოსი და... ნიჭის გამფლანგველი...
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
-რა უნდა ელაპარაკო, ეტყობა რაღაც ბოღმა აწუხებს კაცს!
მთხლის სმას და "ჰაი-დედასა" ძახილში კი ყველაზე მაგრები ვართ - სიცოცხლის ბოლომდე.