კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!

AutoSharing Option
კალანდობით დასრულებული ბაირამობა სეზონის განახლებას გვაახლოებს. ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად "ზესტაფონი" აქტიურობს და ყველაზე მეტად ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს ეტანება.

და რა ხდება ამ დროს "ტორპედოში"? გუნდში რევაზ ძოძუაშვილი კი მივიდა მწვრთნელად, მაგრამ ვინ არის მისი დამნიშნავი, ვინ იქნება "ტორპედოს" მფლობელი?

"ვისოლი", რომელიც ინახავდა კლუბს, ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს იმას, რომ "ტორპედოდან" წავიდა. როცა ამ კომპანიამ ქუთაისური კლუბი ჩაიბარა, უცნობია, რა სპონსორული ვალდებულებები აიღო. ისიც გაურკვეველია - თუ "ვისოლი" ოფიციალურად დაადასტურებს "ტორპედოდან" წასვლას, ვის დარჩება სტადიონი და საღორიის ბაზა.

ამ
გაურკვევლობაში კი დრო იკარგება. საქართველოში დაბრუნებულმა მერაბ ჟორდანიამ უარყო ხმების იმის შესახებ, თითქოს ის აპირებდა "ტორპედოში" მისვლას. დაუდასტურებელ ინფორმაციას თუ ვენდობით, ჟორდანია მართლაც ფიქრობდა ქართულ ფეხბურთში რაიმე ფორმითა თუ რეგალიით დაბრუნებას, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდება.

გაურკვევლობა მართლაც ცუდი რამ არის. ისიც არ ვიცით, ვინ უნდა დაინტერესდეს "ტორპედოს" მომავლით, ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კლუბს დაფინანსება ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან თუ კერძო სექტორისგან. საფეხბურთო მეცენატები ჯერაც არ ჩანან, ქუთაისის მერიის ბიუჯეტი, ალბათ, უკვე გაწერილია.

ვინ და როგორ შეეხიდება "ტორპედოს"? აი, საკლუბო ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა რომ არსებობდეს, "ტორპედო" გაურკვევლობაში არ იქნებოდა, მაგრამ ეს პროგრამა, რომელიც ვერა და ვერ ეღირსა დღის სინათლეს (თუ მართლა არის დამუშავების სტადიაში), მხოლოდ თავისთვის არსებობს, ჯერაც ბერწია.

ბიუჯეტი შეუმცირეს რუსთავის "მეტალურგს" და კლუბიც უწინდელ ხელფასებს ვეღარ გადაუხდის ფეხბურთელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ "მეტალურგს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, მაგრამ სად, რომელ ქართულ გუნდებში მიმოიფანტებიან?

"მეტალურგის" ამბავი არახალია ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, რომლის ერთადერთი სიახლე, ამ ეტაპზე, "ზესტაფონის" მომძლავრებაა.

* * *
სხვისი რა გითხრათ და, მე კი გამიხარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია აბუ დაბიში რომ იყო "ვიტესის" საკონტროლო მატჩებზე დასასწრებად.

როგორც ჩანს, ის სერიოზულად არის დაინტერესებული, ეროვნულ გუნდში ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას მიწვევით. ამ ფეხბურთელებს წლეულს შეუსრულდებათ 21 წელი, თუმცა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ალბათ უკვე გადაზრდილები არიან - "ვიტესის" ძირითადში დამკვიდრებისთვის რა ხანია იბრძვიან და ეს უკვე კაცების ამბიციაა და არა ჭაბუკების.

იტალიურ პრესაში დაიწერა, ჭანტურიას შეძენას სერია A-ს ბინადარი "ბოლონია" აპირებსო. ჭანტურიას იტალიელი აგენტი ჰყავს და ეს ამბავი ჭორს არ ჰგავს.

"ბოლონიას" საქმე ვერ არის კარგად, სერია B-ში ჩაყურყუმალავება ემუქრება და ჩვენებურიც იმად სურს, შეტევაში რომ დაიხმაროს. ყველაფერს ალბათ ის გადაწონის, რამდენად მონდომებული იქნება "ბოლონია" ჭანტურიას ტრანსფერით.

* * *
ამასობაში, ისიც შევიტყვეთ, თორნიკე ოქრიაშვილი მარიუპოლის "ილიჩივეციდან" ოდესის "ჩერნომორეცში" გადადისო. "ჩერნომორეცი" ევროპალიგის 1/8 ფინალშია გასული და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ტურნირზე მომავალ სეზონშიც ითამაშებს.

"ილიჩივეციდან" ასეთ გუნდში გადასვლა ურიგო ნაბიჯი არ უნდა იყოს, მაგრამ გახსოვთ ოქრიაშვილის ოქროგოლი ბელარუსთან?

გახსოვთ ის ეპიზოდები, როცა ნაკრების წინა შესარჩევში ორიგინალური გადაწყვეტილებებით უსხლტებოდა მეტოქეებს? ეს ყველაფერი ნიჭია, ამის ვარჯიშით შექმნა შეუძლებელია და ასეთი ქართველი, ალბათ, "ჩერნომორეცისთვისაც" უნდა დაგვენანოს.

* * *
ქეცბაიას ნაკრებს კი წლეულს მინიმუმ ორი ვაკანსიის შევსება მოუწევს - ზურაბ ხიზანიშვილის და ალექსანდრე ამისულაშვილის. ორი ახალი, საერთაშორისო გამოცდილების მცველი - ასე დგას საკითხი.

გაუჩენელს ქეცბაიაც ვერ გააჩენს. ისიც ვიცით, რომ გუნდის შენების საფუძველი მეკარე და დაცვაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ საქართველოს ნაკრები, მორიგი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ, ამხანაგურ მატჩებს ისეთ მეტოქეებთან გამართავს, ანდორასა და სან მარინოს ბევრად რომ არ აღემატება.

ამხანაგურებში გამარჯვება ზრდის თავდაჯერებულობას მწვრთნელისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. ისღა დაგვრჩენია, იოტისხელა ნიუანსებასაც რომ ჩავეჭიდოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
kide ertxel vimeoreb dgevandeli fexburtelebi iphonestan da facebooktan chataobas ufro met dros undebian vidre burttan kontaqts amashi xarjaven nichs da mito arian soflis gundebshi ro tamashoben es isev mati bralia mxitarianma ajoba amat tavisi xasiatit da shinagani rwmenit es gaiget ra xalxო
tijana513
20 იანვარი 2014 03:10
0
chemi azrit axalgazrdebis imedi unda gvqondes
henry14
19 იანვარი 2014 23:33
0
აი იმენა ასეტი *** ჟურნალისტები რომ გვყავს სწორედ მაგათი წაბლატავებულია ეს ჩვენი ახალგაზრდა ნიჭიერი და რაღა თქმა უნდა დანესტიანებული ფეხბურთელები. ის რა ფრაზებიც აქ ორქიაშვილზე წერია მაგას ეგ რო წაიკითავს სწორედ მაგიტომ უვარდებათ თავში. თქვენ კი არ აკრიტიკებთ და მეტს მოითხოვთ 50 წლის წინ რომ გოლი გაიტანა ბელორუსთან იმას უხსენებთ. ჭანტურია და ყაზაიშვილი გადაზრდილები არიან ახალგაზრულისთვისო.. ახალგაზრდულში ხო მოწყვიტეს ვარსკვლავები რას ამბობ. მე ვფიქრობ რომ დიდ ნაკრებში უნდა იყვნენ. არა იმიტომ რომ ახალგაზრდულისთვის გადაიზარდნენ, არამედ იმიტომ რომ სხვა საშველი არაა და რუსეთის მე-6 დივიზიონის ფეხბურთელებს კიდე ესენი ჯობიან. მეტი არაფერი. ამათ არ უნდა აქო ამათი ნიჭი კიდე არაფერი არააა, ვიძახოთ ნიჭიერები არიან და მორჩა. შედეგი დადონ და მერე ვაქოთ და მერე იბლატაონ
წიმურ
19 იანვარი 2014 02:56
0
,,გაუჩენელს ქეცბაიაც ვერ გააჩენს,,!!!
akhali
18 იანვარი 2014 13:25
0
ე. ი. ოქრიაშვილიმა უკვე დაამტკიცა, რო "ჩერნომორეცზე" უკეთეს გუნდს იმსახურებს? რატო უნდა დაგვენანოს? ნეტა, სასტავში მოხვდეს და ...
აი, ეგეთებს რო კითხულობს, თვითონაც უმყარდება რწმენა, რო რაღაცეებს იმსახურებს იმიტო, რო 1 წლის წინ გოლი შეუგდო ბელორუსს. არადა, ყოველდღე უნდა ამტკიცებდეს, რომ მეტს იმსახურებს, რასაც არ აკეთებს! ყოველდღე!
თუ არადა, ნახავთ, რასაც მიაღწევს.
dudu
18 იანვარი 2014 11:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული