"დავუმტკიცებ, რომ დიდი ქართული ფეხბურთი ლეგენდა კი არა, რეალობაა"

AutoSharing Option
ირაკლი ღარიბაშვილისა და საფეხბურთო სამყაროს ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ უკვე ბევრი დაიწერა (იხილეთ ვრცლად).

ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.

საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?

* * *
რევაზ ძოძუაშვილი, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი:

"ფეხბურთის აღორძინების მზა რეცეპტი არ არსებობს. ყურადღება ბევრ ნიუანსზე უნდა გაამახვილონ. ამას სჭირდება გამოცდილი ხალხის ერთად შეკრება, მათი აზრის გაგება და ცოდნის გაზიარება.

პირადად მე ფეხბურთი ქუჩის
დონეზეც ვიცი და მსოფლიო დონეზეც და დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ფეხბურთს ძალიან დიდი რესურსი აქვს - შექმნან პირობები და დავუმტკიცებ, რომ დიდი ქართული ფეხბურთი არის არა ლეგენდა, არამედ რეალობა.

იმასაც დავამტკიცებ, რომ ეს ათწლეულების საქმე არ არის და პროგრამის ამუშავების შემთხვევაში, შედეგი 3-4 წელიწადში გვექნება.

გასული საუკუნის უმძიმეს პერიოდში, 90-იან წლებში შევქმენი 21-ე საუკუნის გუნდი და ახლა, როცა გაცილებით დამშვიდებული, მოწესრიგებული ქვეყანა გვაქვს, ძლიერი გუნდისა და ნაკრების ჩამოყალიბება ზღაპარი რატომ უნდა იყოს?

შევძლებთ, გავაღვიძოთ მიძინებული ფეხბურთი და გავახაროთ ქართველი კაცი, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ჩვენი წარმატებები.

სხვათა შორის, ვეტერანები ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდით. ის ფეხბურთისადმი დიდ ინტერესს ავლენდა. არა მგონია, რომ ახლანდელი შეხვედრები მოჩვენებითი დაინტერესება იყოს. მჯერა, ესენი ფეხბურთს მიხედავენ.

სასურველი იქნება, ყოველგვარი სტატუსისა და ოფიციალობის გარეშე შევიკრიბოთ ვეტერანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და მთავრობამ გაიგოს, ჩვენს ფეხბურთს რა სჭირს და როგორ ვუმკურნალოთ.

ამ ვითომ მცოდნე ხალხმა ჩვენი ფეხბურთი დააქცია - ასე გაგრძელება არ შეიძლება, ქართული ფეხბურთი ამას არ იმსახურებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მამუკა კვარაცხელია: ისიც უნდა გამოიძიონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 13 მაისს
ბიძინა ბარათაშვილი: მთავარი ისაა, აპირებენ ფეხბურთში ფულის ჩადებას?
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს
მკითხველის კომენტარები / 20 /
ამისნაირებს რომ უსმენთ და ენდობით იმიტომ არის კარგად საქართველოსი საქმე..
მოქალაქე
15:41 13-02-2014
0
მიჩიხას დრო წასულია. თანამედროვე მწვრთნელები უკვე მეცნიერული მეთოდებით მუშაობენ და არა 20 წლის უკანდელი მეთოდებით. მიუხედავად მიჩიხასადმი ძალზე დადებითი დამოკიდებულებისა,როგორც პიროვნების "ტორპედოს" მომავალს (განსაკუთრებით ევროსარბიელზე), ვერ ვხედავ. აქ სულ სხვა აზროვნების ხალხია საჭირო, რა თქმა უნდა ფინანსებთან ერთად.
chomeli
13:40 13-02-2014
0

სიახლეები პოპულარული