ბიძინა ბარათაშვილი: მთავარი ისაა, აპირებენ ფეხბურთში ფულის ჩადებას?

AutoSharing Option
ირაკლი ღარიბაშვილისა და საფეხბურთო სამყაროს ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ უკვე ბევრი დაიწერა (იხილეთ ვრცლად).

ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.

საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?

* * *
ბიძინა ბარათაშვილი, ტელეკომპანია GMG-ის გენერალური პროდიუსერი:

"რამდენიმე წლის წინ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს. დავინტერესდებოდი, იმ კომისიის წევრები შვებულებაში გავიდნენ თუ რატომ გაჩერდნენ?

ზოგადად, ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ესაა უპირველესი - აპირებენ
ფულის ჩადებას ჩემპიონატში, კლუბებში, ინფრასტრუქტურაში, ბავშვთა ფეხბურთში, მწვრთნელთა განათლებაში?

სხვაგვარად, რაც უნდა სერიოზული სახელმწიფო პროგრამა დაწერონ, ის მხოლოდ ფურცლებად დარჩება.

დღეს ყველა ხედავს, რა სავალალო მდგომარეობაა - ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანშიც აღარ მიჰყავთ. ეროვნული ჩემპიონატი დაბალი დონისაა, სათანადოდ არ შუქდება, შემოსავლები ნულის ტოლია, კლუბები და ეროვნული ნაკრები სერიოზულ წარმატებებს ვერ აღწევენ - ასეთი ფეხბურთი სერიოზული ფულის გარეშე ვერ განვითარდება.

ადრე ამ კუთხით პროფლიგა მუშაობდა და საინტერესო პროექტებიც განახორციელა, დაინტერესებული იყო ეროვნული ჩემპიონატის ლამაზი შეფუთვით, კარგი რეპორტაჟებით, მაყურებლისთვის სანახაობა რომ შეეთავაზებინა. ამათ კი პროფლიგა ფედერაციის განყოფილებას შეუერთეს.

სტადიონთან ძროხა რომ დასეირნობს, ფეხბურთელები კი - მოედანზე, ხოლო ამას ტელევიზიით გულშემატკივარი უყურებს, სტადიონზე წასვლის სურვილი გაუჩნდება?

გასაგებია, რომ საქართველოს ბელგია-ჰოლანდიის რესურსი არ გააჩნია, გრანდებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ტელევიზიასთან სწორი მუშაობით ბევრი რამ გამოსწორდებოდა.

თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ფული და სწორი სტრატეგია - საიდან დავიწყოთ, რა დავიწყოთ და რა გავაკეთოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული