სახალისო ტურნირი: თბილისის "დინამოს" საახალწლო თასი

AutoSharing Option
17 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში საინტერესო და სახალისო ტურნირი ("დინამოს" საახალწლო თასი") გაიმართა მინი-ფეხბურთში. მისი ინიციატორები თავად "დინამო" და მისი ფანკლუბი - "გლადიატორები" იყვნენ.

ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა - "დინამოს" ძირითადი გუნდი, "გლადიატორები" და აკადემიაში მომუშავე მწვრთნელებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი.

ფინალში ერთმანეთის პირისპირ "დინამო" და აკადემიის მწვრთნელთა გუნდი წარდგნენ.

"დინამოს" შემადგენლობაში იყვნენ: ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, დავით ჯიქია და აკადემიის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

აკადემიის მწვრთნელთა გუნდში კი ის ფეხბურთელები ვიხილეთ, აქტიური
კარიერა ცოტა ხნის წინათ რომ დაამთავრეს: დავით ჭიჭვეიშვილი, დავით დათვაძე, ვლადიმერ კაკაშვილი, ზაზა ჯანაშია, ვლადიმერ გოჩაშვილი და სხვები.

"ბორჯომისა" და "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა შემტევმა ვლადიმერ გოჩაშვილმა ფინალში 2 გოლის გატანა კი მოახერხა, მაგრამ დინამოელებმა ოთხით უპასუხეს (ლობჟანიძე - 2, ჯიქია, პაპუნაშვილი).

ლობჟანიძე 6 გოლით ამ სახალისო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი "დინამოს" კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ "გლადიატორების" ლიდერ როლანდ გაფრინდაშვილისგან მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული