"აღარ მიკვირს, ივანიშვილს ქართული ფეხბურთის დახმარებაზე უარი რომ უთხრეს"

AutoSharing Option
მცირე ხნის წინათ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილმა საფეხბურთო ჩინოსნები სიხარბეში ამხილა და თქვა ის, რაზეც ადრე ისედაც ბევრი გვსმენოდა, ოღონდ ამ ამბის უშუალო მონაწილისგან დადასტურება სულ სხვა რამაა.

ფეხბურთში სამი წლის განმავლობაში 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდი, მაგრამ ახლოს არ მიმიშვესო, - ბრძანა საქართველოს ექსპრემიერმა. მან იქვე დასძინა, რომ ფეხბურთის ფედერაციისგან სხვა შემოსავლებზე უარის თქმა და ვიცე-პრეზიდენტად "თავისი კაცის" დანიშვნა მოითხოვა, რადგან ფინანსები გაკონტროლებულიყო... (იხილეთ ვრცლად)

როგორც გავარკვიეთ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ფეხბურთის დახმარება მოინდომეს, მაგრამ ამ
მართლაც უცნაურმა და ჩაკეტილ წრეში მყოფმა სამყარომ ეს არ ისურვა.

ეს ამბავი ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა ფეხბურთელმა თემურ ჩხაიძემ გაგვიმხილა, რომელიც ამჟამად "ქართული ოცნებიდან" ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრია.

"თავად ფეხბურთელი ვარ და ბუნებრივია, ჩვენი გუნდებისა და ზოგადად, ფეხბურთის სავალალო მდგომარეობაზე ყურმოკვრით არ მსმენია.

ერთი წელიც არ იქნება გასული, რაც კლუბების ხელმძღვანელებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოსვლა და საკუთარი ტკივილისა და პრობლემების გაზიარება შევთავაზე. ეს პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რადგან ჩვენთან პრობლემებით ლამის ყველა ფედერაციის ხელმძღვანელი მოდიოდა, ფეხბურთის სამყაროდან კი არავინ ჩანდა.

თანაც, კლუბების წარმომადგენლებს ველოდი არა საჩხუბრად ან ვინმეს გასაკიცხად, არამედ იმ იმედად, რომ ქართული ფეხბურთის საქმეს გავაკეთებდი და სატკივრის ღიად გამოხატვის საშუალებას მივცემდი.

ცალკე პარლამენტში ფეხბურთის მოყვარული ხალხი დაინტერესდა და დახმარებისთვისაც მზად იყო. მერე ეს გულისტკივილი უნდა მისულიყო იქ, სადაც საკითხები წყდება", - ამბობს ჩხაიძე და ამ ამბის უცნაურ ბოლოსაც გვიმხელს:

"მაგრამ მხოლოდ ლანჩხუთის "გურიის" წარმომადგენელი მოვიდა, სხვებმა უარი თქვეს და გაოცებულნი დავრჩით მეც და ფეხბურთის მოყვარული პარლამენტარებიც.

ლოგიკას არ ემორჩილება - პარლამენტს შენი პრობლემების განხილვა სურდეს და უარს ამბობდე. ამ ყველაფრის შემდეგ აღარ გამკვირვებია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ ქართული ფეხბურთის დახმარებაზე უარი მასაც უთხრეს.

არადა, რომ იცოდეთ, ლაპარაკი იყო 3 წელიწადში 100 მილიონი ევროს დაბანდებაზე და არა - ლარის. ეს ზვიად სიჭინავამდე მოხდა და მერე რაგბის როგორც მიხედა ბატონმა ბიძინამ, თავადაც იცით. საქმე ისაა, რომ მორაგბეებს აქვთ ერთსულოვნება, ერთმანეთისა და საქმის სიყვარული".

ჩხაიძე სახელმწიფო პროგრამის შესახებაც გველაპარაკა:

"მისი შემუშავება სახელმწიფოს ნებაა, მაგრამ მაოცებს ფედერაციის გაუგებარი პოზიცია. ხმა არავის ამოუღია, როცა წინა ხელისუფლებამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო თავხედობა იკადრა და არჩეული პრეზიდენტი გიორგი ნემსაძე 45 წუთში გადააყენა.

ყველამ იცოდა - ხმას თუ ამოიღებდნენ, რაც ელოდათ. მუქარები რომ იყო, უარი ამიტომაც ათქმევინეს და ნემსაძის გვერდში მდგომი ლამის ყველა ადამიანი დაიჩაგრა.

დღეს ვინმე იტყვის, რომ ხელისუფლება ფეხბურთში ერევა? მხოლოდ ერთი სურვილია, დანგრეული ფეხბურთი გადავარჩინოთ და ისეთ უცნაურ დამოკიდებულებას ვაწყდები, უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. არადა, რაც დრო გადის, უკან და უკან მივდივართ.

ჩემპიონატი რას დაემსგავსა? 1992 წელსაც კი მეტი მაყურებელი და დონე გვქონდა, როცა ქვეყანა გაგანია ომში იყო ჩართული.

ან ნაკრები რას ჰგავს? ფეხბურთელებს ყაზახეთში წასვლაც სანატრელი გაუხდათ. უზარმაზარი ფული დაიხარჯა და არანაირი შედეგი არ მიგვიღია. ეს შემთხვევით ხომ არ ხდება?

ნაცვლად იმისა, რომ სფფ-ში თავიანთ შეცდომებს მიხვდნენ და აღიარონ, ვადა ლამის ერთი წლით გაიხანგრძლივეს. არადა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები 10 წელია არ ჩატარებულა, სულ დანიშვნები და უკონკურენციო კანდიდატები იყვნენ.

არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტი წესიერი არჩევნებით გამოვავლინოთ"?!

ჩხაიძემ "ლელოს" უთხრა, რომ სპორტსმენთა სოციალური დაცვის მექანიზმის შემუშავებაზე მუშაობს:

"ადრე დამსახურებულ სპორტსმენებს კარიერის დასრულების შემდეგ ელემენტარული პირობები მაინც ჰქონდათ გარანტირებული, მაგრამ ეს სისტემა დაინგრა, ახალი კი არ შექმნილა და ბევრი ცნობილი სპორტსმენი ჰაერშია გამოკიდებული.

ივანიშვილი ბევრს დაეხმარა და დღემდე ეხმარება, მან ბევრი ცნობილი სპორტსმენი შიმშილისგან იხსნა, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ხომ უნდა არსებობდეს?

ამიტომ ერთ-ერთი ინიციატორი ვიქნები, რომ დამსახურებული სპორტსმენების სოციალური დაცვის მექანიზმი შევიმუშაოთ, რათა ისინი ქუჩაში მიტოვებულები არ დარჩნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
სად ნახა ამ ხალხმა სტადიონის მშენებლობა სადაც ფედერაცია არ მონაწილეობს საქათმეს კიარ აშენებ ფეხბურთის სტადიონს რომელსაც თავის წესი დარიგი აქ. თორე რაგბს თუ ეხმარება არ დაეხმარებოდა ფეხბურთს ფედერაცია რომაა უვარგისი იმას უნდა მიეხედოს და ივანიშვილს არ შეეშლება ფულის საქმეში ჩადება ამის კარგი მაგალითი რაგბის ფედერაციაა.ასე რომ ფაქტი სახეზეა.და კიდე100მილიონი არარის ის თანხაო რომელიც ფეხბურთს დონეს მკვეთრად შეცვლისო შეცვლის თუ ყაირათიანად გამიყენებ იმ ფულს და სახლში არ წაიღებ ან უმიზნოდ არ გაფლანგავ თორე მასე მილიარდებს დებენ და ლიგას ვერ იგებენ გუნდები.სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ვერტიკალი ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული დიდებით დამთავრებული და მაშვინ არც მილიარდები დაგჭირდება აგერ კალათბურთი სადაც საერთოდ ევროთასებზეც ვერ ვთამაშობთ მაგრამ ბავშვებთან რო მუშაობდენ მწვრთნელები სწორად შედეგიც მიიღეს მართალია ყველა მათგანი ჭაბუკობაში ევროპაში გადაბარგდა მაგრამ ჰაერზე ნამდვილად არ გაზრდილან.
quTaiseli
12 იანვარი 2015 10:19
0
მამუკას...რატომ იშლი მეგობარო ნერვებს?მე პირადად, არცერთი პარტიასთან არ მქონია შეხება.. ანუ ასე რომ ვთქვათ უპარტიო გახლავართ,საქართველოში დაკარგა ხალხმა ობიექტური მსჯელობის უნარი ,თუ რამეს იტყვი მაშინვე ნაციონალების იარლიკს გაკრავენ..და ასე რომ............
g
12 იანვარი 2015 09:12
0
სტადიონების აშენებას სიჭინავას თანხმობა ჭირდებოდა?ან დღესაც ჭირდება?....და არც 100 მილიონია სამ წელიწადში ის თანხა,რომელიც ფეხბურთს მკვეთრად შეცვლის!ფეხბურთში მსოფლიოში გაცილებით მეტი ფული იდება და შესაბამისად მეტი ჭირდება.და დავიჯეროთ,რომ ჭადრაკს ჭირდება 38,5 და ფეხბურთს,კალათბურთს,რაგბს -7-7?ძიუდოს-2?
ოცნება....
12 იანვარი 2015 04:08
0
დღეს რა გინდათ რო ქნას სიჭინავამ?
ashkara-daujerebeli
12 იანვარი 2015 02:46
0
mamuka რა გააკეთოს. ფული მიცეს ამ ფედერაციას რო გადაყარონ ტყუილ უიბრალოდ როგორც აქამდე. ფეხბურთის განვითარების პროგრამადაიწუნა ღღევანდელმა ფედერაციამ და თავისი აქვს არა აქვს და არც ჭირდებათ სულ კიდიათ ეს პროგრამა იქნება თუაარა. ან ფული რაში დახარჯოს ხელფასების დარიგებაში და მძღოლების და მრეცხავების დასაქმებაში ქართული მე კი მესმის მაგრამ შენ ეტყობა სხვა ქართულით კითხულობ ჩემ ნაწერს საქართველო ბიძინას საკუთრებაში კიარა ქართველი ხალხის საკუთრებაშია ბიძინები მიდიან და მოდიან საქართველო კიდე მარადიულია.
quTaiseli
11 იანვარი 2015 21:37
0
quTaiseli,ქართული გესმის????მიპასუღე მერე,ეხლა ვინ უშლის ხელს ბიძინას?????ორი წელიწადია რომ მის საკუთრობაშია საქართველო მთლიანად!!!!
mamuka
11 იანვარი 2015 18:35
0
ხოდა თუ ზღაპარია თქვენთვის ბიძინას 100მილიონი თქვენ ამ ფედერაციის მეხოტბეებმა არამეზღაპრეებმა და პესიმისტებმა მიხედეთ ფეხბურთს.
quTaiseli
11 იანვარი 2015 13:51
0
მართლა კაი რა. დომენტას და რეზის მიცეს ფული? იქნებ პირდაპირ ნაცებს ჩაგირიცხოს?
ramo
11 იანვარი 2015 13:12
0
კაი რა გეყოფათ უკვე როდიმდე შეძლება ამდენი ტყვილი????ეხლა ვინ უშლის ბიძინას?????როგორ შეიძლება ამდენი ტყილი?
mamuka
11 იანვარი 2015 12:59
0
თუ ადრე ჩადებული ფულის არამიზნობრივად ხარჯვის საფრთხე იყო, ახლა ყველაფერს თავად აკონტროლებს და ეხლა დახარჯოს თანხა, თუნდაც იმის მეხუთედი. მთავარი ფაქტია და არა იმის საუბარი, 10 წლის წინ ვინ რას ფიქრობდა. 2005 წელს მე შევთავაზე საქართველოს ჰოკეის ფედერაციას, 200 მილიონ დოლარს მოგცემთ, მაგრამ უნდა ვაკონტროლო მეთქი, უარი მითხრეს და ის ფული ჩრდილოეთ კორეაში გადავრიცხე. კარგით რა, რა ზღაპრებს წერთ.
გიო
10 იანვარი 2015 22:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული