როგორც "აზერიფუტბოლი" წერს, გუნდი საქართველოს დედაქალაქში 22 იანვარს ჩამოვა და თბილისში 6 დღის განმავლობაში დარჩება. დაგეგმილია 2 ამხანაგური მატჩის ჩატარება ქართულ გუნდებთან.
ჩვენი კლუბებისთვის, საერთაშორისო მატჩებს დანატრებულები რომ არიან, აზერბაიჯანის ჩემპიონატის საშუალო გუნდის სტუმრობა სპარინგებისთვის ურიგო არ უნდა იყოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"