"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?

AutoSharing Option
"ცხინვალთან" წაგებული სათასო მატჩის შემდეგ "ვიტ ჯორჯიის" მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ თანამდებობა დატოვა.

"ამ წაგების შემდეგ ჩავთვალე, რომ აღარ მაქვს მთავარ მწვრთნელად დარჩენის მორალური უფლება. ეს არ იყო ფეხბურთი. მორჩა თუ არა შეხვედრა, წავედი კლუბის ოფისში, შევხვდი პრეზიდენტს და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება", - გვითხრა 48 წლის სპეციალისტმა.

ვინ შეცვლის ბერიძეს? კომენტარისთვის მივმართეთ "ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ახალ მწვრთნელზე დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

ჩვენი მხრივ კი, დავძენთ, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, "ვიტ ჯორჯიაში" დაბრუნდება მერაბ კოჭლაშვილი, რომელსაც ეს
გუნდი არაერთხელ გაუწვრთნია. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ მუმლაძე იქნება ვით ჯორჯიას მწვრთნელი
puma
13:01 10-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული