შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს პრობლემა, განსაკუთრებით, ფეხბურთშია

AutoSharing Option
2014 წლის 18 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ მაკოლინში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "სპორტულ შეჯიბრებებზე მანიპულაციების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციას მოაწერა ხელი. კონვენცია რატიფიცირებულია ნორვეგიის მიერ, ხოლო ხელი კიდევ 17-მა ქვეყანამ მოაწერა (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, მონტენეგრო, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი).

გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების 368-ე მუხლი სპორტში არსებულ საფრთხეებთან ბრძოლაში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.

სწორედ ამით იყო გათვალისწინებული ის უწყებათაშორისი კომისიის პირველი წარმომადგენლობითი სხდომა, რომელიც 7 აპრილს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა - მიზანი სპორტული შეჯიბრებების დროს გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ.

მასში მონაწილეობდნენ ლევან ყიფიანი (კომისიის თავმჯდომარე), შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია; აგრეთვე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ნუგზარ კევლიშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

კომისიის შემადგენლობაში მიიწვიეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის, ოლიმპიური კომიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და 2015 წლის სამოქმედო გეგმა განისაზღვრა. გათვალისწინებულია საქართველოში არსებული ვითარების ანალიზი, საკანონმდებლო ცვლილებები, "სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაცია.

ყველაზე საგანგაშო კი ის გახლავთ, რაც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შს მინისტრმა ფეხბურთი ყველაზე გასვრილ სახეობად დაასახელა:

"უწყებათაშორისი კომისიის შექმნა განპირობებულია საქართველოში სპორტული შეჯიბრებების, მანიპულაციების გახშირებული ფაქტებითა და აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

განსაკუთრებით, კითხვები ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით არის. ამის გამო შარშან 7 თუ 8 მსაჯი დავაკავეთ, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია".

"შევთანხმდით, რომ გარიგებული თამაშების კრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. როგორ და რანაირად, ამას დრო სჭირდება. საჭიროა ფედერაციების, სპორტის სამინისტროს, ჩვენი სპორტსმენი დეპუტატებისა და პროკურატურის ჩარევა.

საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია და იმედი მაქვს, გარიგებულ თამაშებთან ბრძოლის მაგალითს სხვებსაც მივცემთ", - ამბობს თეა წულუკიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ თქვენ მოერევით და ქართულ სპორტს გაწმინდავთ ამ ნაგავისგან მაშინ დიდი მადლობა თქვენ.
მურთაზი
09:07 09-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული