სფფ-ის ოფიციალური განცხადება ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შს სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩაწყობილ-გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.

სამწუხაროდ, წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის.

ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯების, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არაერთი მაგალითის მიუხედავად, მათ მაინც ვერ გაითავისეს ის
რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე.

მანამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯას.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ წაიკითხავ ასეთ ამბავს კაცი რომელსაც,ფეხბურთი და შენი ქვეყანა გიყვარს და გული გისკდება,განა რა არის აქ მოულოდნელი და შოკოის მომგვრელი თითქოს,თუ ოდნავ მაინც გაქვს გონება კაცს ხვდები რა სიბინძურეც ტრიალებს აქ მაგრამ,ასეთი თავხედობა და მაშტაბები მაინც გაგიჟებს კაცს.წარმოიდგინეთ 2 გუნდი თამაშობს და პირველი ტაიმში მხოლოდ 2 გოლი უნდა გავიდეს სულ კი თამაში 4-2 ან უკეთესია 5-2 დამთავრდეს,ამას გუნდში 1-2 ან თუნდაც 5 კაცის მოსყიდვით ხომ ვერ იჩალიჩებ თუ,ორივე გუნდის ყველა ფეხბურთელი საქმის ყურში არ არის?გაცოფებული ზიხარ მერე და ფედერაციის განცხადების წასაკითხათ მომზადებული,მიუხედავად იმისა რომ,იცი რა უსქელესი ტყავის შუბლები და უმსხვილესი შუბლის ძარღვების პატრონები არიან იქაური ფუნქციონერები,იმედის ნაპერწკალი მაინც გაქვს რომ,ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ვაჟბატონები და გადადგომის შესახებ განაცხადებენ მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი...თურმე ყველაფერს აკეთებენ ასეთი ფაქტების გამოსავლენად დომენტის და რეზის მინდა ვკითხო,16 გუნდამდე რომ,გაზარდეთ უმაღლესი ლიგა და ამ 16-დან ნახევარზე მეტი უპატრონო და შესაბამისად უფულო გუნდი იყო,ამ გზით "შეებრძოლეთ" თამაშების ყიდვა-გაყიდვას (აღარაფერს ვამბობ პირველ ლიგაში გაზრდილ გუნდებზე და მათ მეპატრონეებზე)?ან იმით,დომენტიმ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით (ასე თქვა თორე მეტი არა ჩემი მტერი მისი გადაწყვეტილება ყოპილიყო ეს)ერთ წელიწადში რომ,შეიწყალა ანალოგიურ ფაქტებზე დაკავებული და სამუდამო დისკვალიფიკაცია მისჯილი ფეხბურთელები?ან რა მაინტერესებს იცით ასეთ ჩაწყობილ თამაშს ფედერაციიდან გამოგზავნილი მატჩის კომისარი რომ,ესწრება ვერ ხედავს რა ხდება?
daviti
17:09 05-05-2015
0
მსაჯები დააკავეს!! ფეხბურთელები პრეზიდენტები სელექციონერები დააკავეს!! კიდევ ვინ უნდა დააკავონ რომ ფედერაცია სრული შემადგენლობით გადადგეს??
იკა
16:27 05-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული