თბილისში კრიშტიანო რონალდო და პორტუგალიის ნაკრები ჩამოვლენ!

AutoSharing Option
6 ივნისს საქართველოში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩამოდის! საქმე ისაა, რომ 13 ივნისს, კრიშტიანო რონალდო და კომპანია ერევანში, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, სომხეთის ნაკრებს შეხვდება. ცხადია, უფრო ლოგიკური იქნებოდა, პორტუგალიელები ერევანში დაბინავებულიყვნენ, მაგრამ პირენეელებმა არჩევანი თბილისზე შეაჩერეს.

ტელეკომპანია TVS-თან ინტერვიუში სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა:

"თბილისში პორტუგალიელებმა წარმომადგენლობითი ტექნიკური ჯგუფი გამოაგზავნეს. ნახეს "მიხეილ მესხის" მოედნის მდგომარეობა, სასტუმრო, სადაც დაბინავდებიან და ამ ყველაფრით კმაყოფილნი დარჩნენ".

სფფ-ის პრესატაშეს, ოთარ გიორგაძის თქმით, პორტუგალიის ნაკრები 8-დან 12 ივნისამდე სწორედ ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადება.
რა გახდა პორტუგალიელთა ამ გადაწყვეტილების მიზეზი? გიორგაძე ამბობს:

"ურთიერთობები ბევრს წყვეტს. ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობას პორტუგალიელებთან სწორედაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მათ ჩათვალეს, რომ თბილისში უკეთ მოემზადებიან".

თუმცა, რონალდოსა და პორტუგალიის ნაკრების ქართველ ფანებს იმედგაცრუება ელით: გიორგაძის თქმით, პირენეელთა ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პედიკიურას ფანების ტირილს რა გაუძლებს თავის კუმირს თუ ვერ ნახავენ
პენალდუ სიიიიიი
02:11 20-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული