რომან ფიფია: მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილებს საცხოვრებელი ფართი შევუძინოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია დაზარალებულთათვის საცხოვრებელ ფართს შეიძენს. ამის შესახებ ბიზნესმენი განცხადებაში იუწყება, რომელსაც Ambebi.ge აქვეყნებს.

"დღეს გლოვის დღეა საქართველოში! მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს.

ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს შევუძინოთ საცხოვრებელი ფართი, ხოლო წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიოთ დახმარება.

ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ ნიშნავს
თანადგომას", - ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გნერტმა გაგახაროტ და გაგაზლიეროტ
bashuki
16 ივნისი 2015 07:57
0
ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ გაიხარეთ
michael
16 ივნისი 2015 04:05
0
კარგია რომ საქართველოში არიან ადამიანები რომლებიც სუკეთეს თესავენ და გაჭირვებულ დღეში ჩავარდნილ ხალხს ეხმარებიან დინამოს მფლობელის განაცხადი სიკეთის დიდი გამოვლინებაა
ემზარი
15 ივნისი 2015 21:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული