biletebi.ge: შემდეგი მომხმარებლის შერჩევა ლატარიის პრინციპით ხდება

AutoSharing Option
biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენას საიტზე უცხოეთიდან შესული მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

ჩხიკვიშვილმა სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შეფერხების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ სისტემაზე მოხდა ძალიან დიდი დატვირთვა.

"საიტს მოაწყდა ძალიან ბევრი ხალხი. ამჟამად მიმდინარეობს სისტემის სერიოზული განახლება, ემატება სერვერები, აპარატურა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საღამოსკენ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ რამდენიმე ათეულით გაიზრდებოდა მოთხოვნა, მაგრამ ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი იყო უცხოეთიდან შემოსული. ამჟამად
ჩვენ ჩავხსენით ეს არხი და მარტო ქართველი მომხმარებელი შეძლებს ბილეთების შეძენას", - განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

მანვე განმარტა, თუ რას ნიშნავს ბილეთების ლატარიის პრინციპით გაყიდვა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ საიტი ერთდროულად შესყიდვის უფლებით უშვებს გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე ასეულ ადამიანს. შემდეგ, როგორც კი რომელიმე ამ ადამიანებისგან იყიდის ბილეთს, ადგილი გათავისუფლდება და ლატარიის პრინციპით ხდება შერჩევა შემდეგი მომხმარებლის, რომელიც არის რიგში", -აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ათასობით მომხმარებელი Biletebi.ge-ზე შესვლას დღეს დილიდან ვერ ახერხებს. საიტი ამ დრომდე გათიშულია.

საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 8 /
დხეს აპირებენ 1500-ბილეტის არაოფიციალურად გაკიდვას..6000-უკვე გაკიდეს და ფედერაციას გადასცეს ის ფული..ასეტი მაქინაციის გამო პროტესტის ნისნად ორმა ტანამსრომელს დაუტოვებია ბილეტიჯი
kri7
23 ივნისი 2015 09:01
0
ვცვლი ბილეთების შეძენის რიგს 88-იან კარგ მდგომარეობის 06-ში. მოყვება ბევრი ნაწილი. მსურველს ველოდები ვაგზალზე ხელში მეჭირება 06 -ის გასაღები
მიხა
23 ივნისი 2015 00:39
0
ის ვერ გაგირკვევიათ ვინ როდის და რატომ უნდა გამოტოვოს ნაკრების ოფიციალური თამაში და ბილეთებს გაყიდით ნორმალურად?ყველა გასაყრელები ხართ ფედერაციიდან
ზურა
22 ივნისი 2015 23:16
0
ამ მაქინაციის გამო რაც გააკეტა ფეხბურტის ფედერაციამ და ბილეტი,ჯიმ ორმა ტანამსრომელმა დატოვა ფედერაცია დხეს,,სხვებსაც სურტ ტურმე..ვერ გაიკვეს ალბატ ტანხა ცინასცარ
cece
22 ივნისი 2015 21:13
0
ისე პირდაპირ გეთქვათ, რომ ეს ბილეთები უბრალო ხალხისთვის არ იყო გათვლილი.ბრალიანი ხალხი კი ისედაც ახერხებს ამდაგვარი დონის თამაშების ყურებას სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ კი ისევ მოგვიწევს ტელევიზორიდან თვალყურის დევნება. იმედია ელოქტროენერგიას მაინც არ გამორთავენ 11 აგვისტოს.......
თორნიკე
22 ივნისი 2015 17:57
0
ესეიგი გამოდის რო ყველა ბილეთს იყიდის 1000-2000 კაცი? ანუ მე თუ შევედი და არ გამოვედი ჩემი ადგილი როგორ განთავისუფლდება? (იმიტომაც არ თავისუფლდება დილის მერე). ანუ მე თუ შევედი შემიძლია თავიანთი პირადობებით ვუყიდო რამდენსაც მინდა იმდენს? ეხლა დავუშვათ განთავისუფლდა ადგილი და შევედი, შევაგროვე ახლობლების პირადობები (50 ცალს მაინც მოვაგროვებ), და სანამ არ დავკმაყოფილდება და არ ვიყიდი 200 ბილეთს მანამდე დანარჩენი 100 000 ელოდება ამ "რამდენიმე ასეულს" ?. და ლატარიის პრინციპით გათამაშებაა ეეს? ან ეს ლატარიის პრინციპი ეხლა სპონტანურად გახდა გამოსავალი? რა სისტემას აძლიერებთ? ახალ ჰარდზე გადაგაქვთ ყველაფერი (რომელიც ალბთან აქვე მაღაზიაში დაამატეთ? ) პარალელურად ბილეთები იყიდება და საღამომდე მაგ ახალ ჰარდს დაქოქავთ? უბრალოდ რა დაგიძახოთ მაინტერესებს, აი თქვენ რას აირჩევდით? ყველაფერი რო ყოველთვის სხვისი ბრალია და არ ველოდით ეგ ვიცით უკვე.
givi
22 ივნისი 2015 16:05
0
თქვე ...,2500 კაცზე რო დატესტეთ სერვერი ბნელა? ან შენრო გითხრეს 2500 კაცზე დავტესტეთო არ უნდა გაგჩენოდა კითხვა როსაკმარისია? არაპროფესიონალიზმი როა და ამის გამკეთებელი როდაგიწყებს კიდე ენის ტლიკინს. ამისთვის არის სწავლა საჭირო ანგუგული დეიდა მაინც. კვლევა ჩაგეტარებიათ თქვე ქაჯებო და ასე მაინცგაიგებდით ობიექტურ სურათს თუ რა მოხდებოდა. თქვენიგადალესილი ტვინების გამე მე რატო ვერ უნდა წავიდე ამ თამაშზე??? ... კომენტარები , აპრავდანიები და პასუხისმგებლობის გრძნობა კიდე.....
gela
22 ივნისი 2015 16:04
0
არაკაცები ხართ ყველანი. ჩხიკვიშვილო ...
:)
22 ივნისი 2015 15:56
0

სიახლეები პოპულარული