როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად, თუმცა რა ფორმით და რა საშუალებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. პრობლემების მიზეზია ის, რომ სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო.
ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად. ჩვენ მივაწვდით კონცეფციას, ხოლო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, რომელიც დღის ბოლომდე გვეცოდინება.
მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემების გამოსწორებას და იმ პანიკის დამთავრებას, რომელიც ამ თამაშთან დაკავშირებით არსებობს", -
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით