უეფას პრესტიჟული თასები მთელ საქართველოს შემოივლის

AutoSharing Option
უეფას სუპერთასი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას იწყებს.

ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული სამი თასი - უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის თასები ჩვენი ქვეყნის 13-ვე რეგიონში იმოგზაურებს.

თასების თავგადასავალი საქართველოში, 3 ივლისს სიმბოლურად ქალაქ ფოთიდან - ქართული ფეხბურთისათვის გამორჩეული ქალაქიდან დაიწყება. სწორედ ამ ქალაქში, მეოცე საუკუნის ათიან წლებში, პირველად გაგორდა ბურთი, შეიქმნა პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი და ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა, შემოვიდა საქართველოში.

უეფას სუპერთასის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის თასებს უახლოესი ერთი თვის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონი უმასპინძლებს. გულშემატკივარს ევროპული
საკლუბო ფეხბურთის ყველაზე სასურველი თასების ახლოდან ნახვისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცემა.

დღის 13:00 საათიდან, თასები ფოთელების განკარგულებაში იქნება. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებებიც.

თასების მომდევნო "ვიზიტი" კი კვლავ დასავლეთ საქართველოში იქნება.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული, კატალონიური კლუბი "ბარსელონა" და ევროპალიგის გამარჯვებული - საფეხბურთო კლუბი "სევილია" დაუპირისპირდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული