ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ავთო ებრალიძის "დოქსა" "პაფოსს" დაუზავდა - 1:1. ქართველმა ლეგიონერმა 27-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.


ებრალიძე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს. "დოქსას" 6 ქულა აქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს, "არისს" ესტუმრება.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში მერაბ გიგაურმა გაიტანა და "კეშლას" პირველი გამარჯვება მოუპოვა. 28 წლის ფეხბურთელმა მასპინძლები უკვე მე-3 წუთზე დააწინაურა.


ქართველი ლეგიონერის გუნდმა "საბაჰის" კარი 95-ე წუთზე მეორედ აიღო და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესა. 

16
ოქტომბერს "კეშლა" "სებაილს" სტუმრად დაუპირისპირდება.

alt"სამპდორიაში" ჩაშლილი ტრანსფერი, ნაკრებში თამაშის იმედი - ინტერვიუ ავთო ებრალიძესთან...

altებრალიძე პორტუგალიიდან კვიპროსში და ლუქსემბურგელებთან შეუთანხმებლობა



მკითხველის კომენტარები / 1 /
იმსახურებს ეს ბიჭი ნაკრებს, გამოცდილებითაც და ყველაფრითაც. აშკარად დაეტყობა ნაკრებს, გააძლიერებს, რას ერჩიან ვერ ვხვდები. ქვილითაიას სანიოლი ალბათ მიქაუტაძის პონტში ათამაშებს, პასი რომ მისცეს საჯარიმოში. მაღალ ბურთს კი იგებს, ამ პონტში ალბატ აბა სირბილი მაგას არ შეუძლია და კარში დარტყმა.
ლევან მაღლაკელიძე
15:36 03-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული