სალუქვაძის ბოლო კლუბი ბაქოს "ინტერი" იყო. გამოცდილი უკანახაზელის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული 38 მატჩი და 1 გოლია.
რაც შეეხება "დილას", გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას თურქეთში, ქალაქ აფიონში განაგრძობს. დღეს უჩა სოსიაშვილის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის პირველი ლიგის "ალანიასპორტთან", თბილისის დროით 19:00 სთ-ზე გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"