სავარაუდო ტრანსფერი: გორის "დილა" ლაშა სალუქვაძესაც დაიმატებს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ 33 წლის ცენტრალურმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ კარიერა გორის "დილაში" გააგრძელოს, სადაც ის ადრე უკვე თამაშობდა.

სალუქვაძის ბოლო კლუბი ბაქოს "ინტერი" იყო. გამოცდილი უკანახაზელის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული 38 მატჩი და 1 გოლია.

რაც შეეხება "დილას", გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას თურქეთში, ქალაქ აფიონში განაგრძობს. დღეს უჩა სოსიაშვილის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის პირველი ლიგის "ალანიასპორტთან", თბილისის დროით 19:00 სთ-ზე გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სათნოების სახლია? ერთი-ორი 40 წლის ფეხბურთელიც და გევეით
კლიმენტი
10:48 07-07-2015
0
არ მოგბეზრდათ ამდენი ცრუ ინფორმაციების გავრცელება?რატომ ატყუებთ ხალხს?
Erekle
11:22 07-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული