მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონდამრღვევის მიმართ იმოქმედებს სანქცია უკანონო საქონლის ჩამორთმევის, დაჯარიმების, ხოლო დიდი რაოდენობის უკანონო საქონლის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით. მისივე თქმით, ეს ეხება მათ შორის ბილეთების გა
როგორც გოგილიძე განმარტავს, ბილეთების გადამყიდველს ბილეთები ჩამოერთმევა და შესაძლოა, დაჯარიმდეს, ხოლო ის ბილეთები გაყიდვიდან გაუქმდება.
რაც შეეხება მატჩის ბარებში ჩვენებას, "საქპატენტის" თავმჯდომარის თქმით, ეს დაშვებული იქნება ბარში არსებული ტელევიზორების მეშვეობით. მისივე თქმით, ჩვენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ დამონტაჟდება სპეციალური ეკრანი და ბარში შესვლაზე დაწესდება სპეციალური ფასი.
"დინამო არენის მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფას ოფიციალური სპონსორების გარდა, ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარევაჭრობა, კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფას მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება ასევე კანონით აკრძალულია", - განაცხადა გოგილიძემ.
მისივე თქმით, კანონდარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, იმუშავებენ უეფას სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც დარღვევის შესახებ ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს მიაწვდიან და საკოორდინაციო საბჭო შესაბამის ზომებს მიიღებს.
ამ საბჭოში შედიან შს სამინისტრო, მერია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქპატენტი.
გარდა ამისა, სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, უეფას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით "საქპატენტი" იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია, საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომლებიც კანონითაა აკრძალული და ასევე, მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებთან დაკავშირებით.
ასევე, შეიქმნა სოციალური რგოლი, რომელიც სპეციალურად დამზადდა ამ ღონისძიებისთვის; შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს და განუმარტავს ზემოთ ნახსენებ განსაზღვრულ პერიმეტრზე მოქმედი მაღაზიებისა და კაფე-ბარების თანამშრომლებს, რა ქმედებები იკრძალება კანონით.
კამპანიის ფარგლებში, "საქპატენტის" თანამშრომლები შეხვდებიან კერძო კომპანიებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომ თავიდან აცილებულ იქნას დარღვევები.