ამ ფაქტთან დაკავშირებით Sportall.ge სფფ-ს დაუკავშირდა.
სფფ-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თათა ბურდულის განმარტებით, ონლაინ-მარკეტზე თბილისის სუპერთასის გასაყიდი ბილეთების გამოჩენის შესახებ ფედერაცია ინფორმირებულია და ამ ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს საქპატენტს, რომელიც უეფას საავტორო უფლებებს იცავს.
ბურდულის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის პატრონს არ სურს მატჩზე დასწრება, ბილეთის ჩაბარების ერთადერთი კანონიერი გზა მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიტანაა, სადაც ბილეთის პატრონს გადახდილ თანხას დაუბრუნებენ.
აქვე გვინდა გავაფრთხილოთ