პროექტი: მეგობრობის მატჩი ქართველ და აზერბაიჯანელ ფანებს შორის

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ინიციატივა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის გულშემატკივართა მეგობრობის საფეხბურთო მატჩის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ.

პროექტის მიზანია:

* ორი მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივართა დაახლოება-დამეგობრება, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სპორტული პრინციპების დაცვა, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავება;

*
ერთმანეთის დახმარება და მხარში დგომა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩებზე;

* ღირსეული ურთიერთსტუმარმასპინძლობის უზრუნველყოფა;

* ფეხბურთის გულშემატკივრების ინტერესების მაქსიმალური დაცვა;

* პრევენცია ყოველგვარი ექსცესის თავიდან ასაცილებლად;

* ორივე მხარის ფეხბურთის ფანების ერთობლივი საზოგადოებრივი კლუბის შექმნა ბაქოსა და
თბილისში. კლუბი გაუწევს ორგანიზებას მეგობრობის მატჩს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით. ბაქოსა და თბილისში კლუბთან შეიქმნება ფონდი, რომელიც მოიზიდავს სახსრებს ფანების მიზნობრივი საჭიროებისთვის;

* ტრადიციად ქცეული მატჩები მონაცვლეობით თბილისსა და ბაქოში გაიმართება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე;

* აღნიშნული ღონისძიება იქნება ნოვაცია და მისაბაძი მაგალითი სპორტის მოყვარულთა ინტერესების ცივილურ, მრავალმხრივ სასარგებლო მიმართულებით წარმართვისთვის.

გაზეთ "ლელოს" რედაქცია

P.S. მოწონების შემთხვევაში, პროექტი დაეგზავნება საქართველოსა და აზერბაიჯანის საელჩოებს, ამ ორი ქვეყნის სპორტის სამინისტროებსა და ფეხბურთის ფედერაციებს, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი აზრის დასაფიქსირებლად საიტ sportall.ge-ზე გამოკითხვა ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგი იდეეა, ყვეფერი რაც კი მეგობრებს შეგვძენს კარგია, ხოლო ყველაფერი რაც მტრებს გაგვიჩენს უარსაყოფია. თუმცა ამ ყველაფერს კარგი გააზრება და ორგანიზება სჭირდება უკუშედეგი არ მოგვცეს.
gizog
17 ივლისი 2015 13:51
0
ნაციამ რომელმაც დროშა დაგვიწწვა და უსირცხვილო ბანერები გამოკიდა სტადიონზე და ერთი აზერბაიჯანელი არ მისულა პროტესტის ნიშნად რომ რას აკეთებთო ის ქვეყანა როგორ უნდა გახდეს შენი მეგობარი ვის ეტენებით რას ეტენებით ... შესატენი რას ჭირს ქართველებს ის სხვა მენტალიტეტის ხალხია ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს მეგობრობა წარმოუდგენელია გაიგეთ ხალხო ერთხელ და სამუდამოდ აზერბაიჯანი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი
Valeri
16 ივლისი 2015 17:57
0
სისულელეა
Valeri
16 ივლისი 2015 17:54
0
განსხვქვებულ აზრებს ბლოკავთ საცოდავე ო:))))
მაგიტო დარჩებით სოფლის გაზეთი
bbb
16 ივლისი 2015 10:04
0
კარგი იდეაა!მიდით მიაწექით!ერთი სახელმწიფოა,რომელიც ასე თუ ისე კეთილმეზობლურადაა განწყობილი!ესეც მოვინდუროთ?
levani
16 ივლისი 2015 09:42
0
ფანკლუბების მიკვირს.რატომ ასეთი აგრესია აზერბაიჯანლების მიმართ,ან თურქების მიმართ.დავიჯერო მართლა საუკუნის წინ დაკარგულ მიწებს ჯავრობენ???
გია
15 ივლისი 2015 22:34
0
ჰეიდარ ალიევის სახელი დავარქვათ საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის თასს. ჰეიდარას ძეგლი და ქუჩა გვაქვს თბილისში და მეტი კავშირი რაღა გინდათ :)
Koba
15 ივლისი 2015 22:33
0
კარგი იდეაა
gia
15 ივლისი 2015 22:30
0
მუსას
"და საერთო ჩემპიონატი რომ გვქონდეს ცუდი არ იქნება ან საერთოდ კავკასიური პრემიერ ლიგა!"
იდეა შორსაა რეალობისგან, ამას ერთიანი კავკასიური სახელმწიფო სჭირდება.

ლელოს წამოწყებას
პრინციპცი ცუდი იდეა არ არის. მაგრამ თუ რუმინელებთან ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი გვაკავშირებს, აქ სხვა რამ იქნება მოსაფიქრებელი
ზვიადი
15 ივლისი 2015 21:10
0
და საერთო ჩემპიონატი რომ გვქონდეს ცუდი არ იქნება ან საერთოდ კავკასიური პრემიერ ლიგა!
mussa
15 ივლისი 2015 20:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული