დიახ, სფფ-ის პრეზიდენტობას ვაპირებ - მერაბ ჟორდანია საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ჟორდანიამ ჟურნალისტებს 18 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განუცხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს ხვდება. შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც მერაბ ჟორდანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს.

"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას", - განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.

მერაბ ჟორდანიას გარდა, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში
მონაწილეობის სურვილი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა და სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემაც გამოთქვეს.

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
დედა ბიჯო აღარ შემიძლია,გიცნობთ და არ გვინდიხარ.სად არის სინდის ნამუსიიიიიიიიიი!!!!!!!!!!
Bacho
16:05 18-08-2015
0
ჟორდანია დავაბრუნოთ სფფ პრეზიდენტად
კახა თარგამაძე - შსს ში
ქუთათელაძე - უშიშროებაში
ვარდიკო ნადიბაიძე თავდაცვაში და ამით სამართლიანობაც აღდგება
Maladeec
16:26 18-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული