აქ თამაშს აზრი არ აქვს - ოთარ ხიზანეიშვილი ფეხბურთიდან წავიდა...

AutoSharing Option
მეორე ლიგიდან პირველში წლეულს დაწინაურებული "ლიახვის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია იმედოვნებდა, რომ რამდენიმე ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს დაიმატებდა.

ერთი მათგანი ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაიწყო სეზონი და 33 წლის გამოცდილ მცველს არც "ლიახვის" შემადგენლობაში უთამაშია და არც სხვა გუნდის განაცხადში შეუყვანიათ.

ხიზანეიშვილი მაშინ ვნახეთ, როცა ერთ რიგით მატჩს ადევნებდა თვალს. ცხადია, დავინტერესდით მისით. ოთარმა გულდაწყვეტით გვითხრა, რომ კარიერა დაასრულა:

"დიახ, იყო "ლიახვზე" ლაპარაკი და მათმა ინტერ
ესმა გამახარა კიდეც, მაგრამ მივხვდი, რომ აქ თამაშს აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი უაზრობაა და აღარ ღირდა", - ამბობს ხიზანეიშვილი.

საწყენი ამბავია, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კარიერას 33 წლის ასაკში რომ ამთავრებს. ცოტა უფრო სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება - ხიზანეიშვილმა ქვეყნის ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 17 წლისამ, საბერძნეთთან ჩაატარა (სულ მის აქტივში 20 სანაკრებო მატჩია) და გულშემატკივრიან-სპეციალისტებიანად ყველა აღაფრთოვანა.

იმ პერიოდში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი იყო, რომელიც ოთართან ერთად თბილისის "დინამოშიც" მუშაობდა. ამ დროს, ხიზანეიშვილმა, აწ გარდაცვლილი ვახტანგ კოპალეიშვილის ხელმძღვანელობით, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც მოასწრო...

შეგახსენებთ, რომ, თბილისის "დინამოს" გარდა, ოთარ ხიზანეიშვილს სხვა ცნობილი კლუბების ფორმაც მოურგია - მოსკოვის "სპარტაკის", მოსკოვის "დინამოს", "ფრაიბურგის", "როსტოვის", "აუგსბურგის"... ბოლოს ის ბოლნისის "სიონში" ირიცხებოდა.

სპეციალისტები ხიზანეიშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმებმა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება წაართვა. მაგრამ ისეც არ წაქცეულა, საქართველოში ვერ ეთამაშა...

სამწუხაროა კარგად დაწყებული კარიერის ასეთი დასასრული. მსგავსი ტალანტები ხომ ყოველდღე არ იბადებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ადამიანი და მაგარი ფეხბურთელი გაიხარე ხიზანეი.....
guja
27 აგვისტო 2015 17:19
0
ტალანტების რა გითხრათ მკვეხარა მოლაყბე და თავზე წარმოდგენა თიტქოს მაგრები არა და საერთოდ მარიაჟბით სავსე საქართველოს ფეხბურთი ჟურნალისტებიც მას მიყოლებული თფუუუ
მალხაზი
27 აგვისტო 2015 15:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული