კომიტეტმა კლუბების მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა და მათ მოთხოვნის დასაბუთებისთვის 14 სექტემბრამდე დრო მისცა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები გაუგზავნა, რის შემდეგაც თვითმმართველობებში არსებულმა საფეხბურთო კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება მოითხოვეს.
ტელეკომპანიის ცნობით, წერილები გუბერნატორ გოგი ჭიჭინაძის თანამშრომელმა ელისო კლიმენკომ გადააგზავნა. კლიმენკო ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ იხსენებს, ვინ მისცა მას
თვითმმართველ ორგანოებში კი ადასტურებენ, რომ მათ წერილები გუბერნიიდან მიიღეს და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს გადაუგზავნეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროცესები გაგრძელდება, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა თავადაც მიიღოს.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: 24 კლუბი ხმის უფლებას ითხოვს
შესაძლებელია თუ არა ყველა კანდიდატს მოეთხოვოს ნარკოტესტის გავლა თმის ღერის ანალიზის საფუძველზე?...ვინც უარს იტყვყს მოხსნანს თავის კანდიდატურა.