აღმასკომმა კლუბების მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმ 26 საფეხბურთო კლუბის განცხადება განიხილეს, რომლებსაც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მიღება სურთ.

კომიტეტმა კლუბების მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა და მათ მოთხოვნის დასაბუთებისთვის 14 სექტემბრამდე დრო მისცა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები გაუგზავნა, რის შემდეგაც თვითმმართველობებში არსებულმა საფეხბურთო კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება მოითხოვეს.

ტელეკომპანიის ცნობით, წერილები გუბერნატორ გოგი ჭიჭინაძის თანამშრომელმა ელისო კლიმენკომ გადააგზავნა. კლიმენკო ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ იხსენებს, ვინ მისცა მას
აღნიშნული დოკუმენტაცია და ვინ დაავალა მისი ყველა თვითმმართველი ორგანოსთვის გადაგზავნა.

თვითმმართველ ორგანოებში კი ადასტურებენ, რომ მათ წერილები გუბერნიიდან მიიღეს და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს გადაუგზავნეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროცესები გაგრძელდება, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა თავადაც მიიღოს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: 24 კლუბი ხმის უფლებას ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიმარჯვებს არველაძე თავისი აღმასკომის ზომბებით და მერე ნახეთ რევოლუცია რომელიც შემდეგ მთავრობასაც გადაწვდება!
dato
12:31 07-09-2015
0
რადგან ფედერაციის პრეზიდენტს ვიწრო წრე ირჩევს და არა მასა აქედან გამომდინარე არასწორი და არა დემოკრატიულია როდესაც ყოფილი ჩინოვნიკი იღებს მონაწილეობას..არველაძე თუ ინამუსებს კანდიდატურას მოხსნის დაუფასდება, ქართული ფეხბურთი წარმატებას რომ მიაღწევს მაგათ სახელს ვინ დაივიწყებს...საქართველოში ყველა სფეროს ავტორიტეტებმა და ვეტერანებმა უტირეს დედა თავისი ეგოიზმით და გულგრილობით!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული