კახა კალაძე: დაველოდებით ლევან კობიაშვილის პროგრამას

AutoSharing Option
ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებას.

მისი თქმით, ფეხბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და კობიაშვილი ამ გამოწვევას გაუძლებს.

"ვულოცავ ლევანს გამარჯვებას. ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ფეხბურთი. ძალიან რთული გამოწვევებია და მე დარწმუნებული ვარ, ლევანი გაართმევს თავს.

ჩვენ დაველოდებით მის პროგრამას. არსებობს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია, შევხვდებით და დავიწყებთ ფიქრს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ფეხბურთის განვითარებისთვის",
- განაცხადა კალაძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია ამ პროგრამას ამჯერად მაინც გავაცნობთ გულშემატკივარს
Tamo
13:44 04-10-2015
0
და Aქამდე არ არსებობდა Pროგრამა დ. მხარს რის გამო უჭEრდა? თQვენი აკვავებული ფეხბურტის Nაკლებად მჯერა რა Iსევე როგორც ქვეყანა Aაყვავეთ
Lasha
14:54 04-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული