[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ოქტომბერს, თითქმის 8-საათიანი პერიპეტიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს უეფა-ს რეკომენდაციით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. კადრებში ჩანან, რევაზ
არველაძე, უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ასევე არჩევნების დელეგატები.

"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
რუსულად რატო ბაზრობენ რუსეთუმები არიან? :D
papuna
11:33 10-10-2015
0
Rეზოს ქცევა ჩემთვის არის ძალიან უნამუსოსთან ახლოს. რატომ წამოიწყო ბინძური თამაში. არჩევნების წინ რატომ დაიწყო დელეგატების მანდატის დარიგება? იმიტომ რომ არსებული დელეგატებით უეჭველი წააგებდა და მიმართა ბინძურ მეთოდებს, მაგრამ ასეთივე მეთოდებით უპასუხეს და სამართლიანადაც წააგო!
კაცი, რომელიც 20 წელია ფეხბურთის ფედერაციის ტოპ მენეჯმენტშია და მთელი ამ წლების განმავლობაში არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას, იმ კაცს თუ სულ მცირე ნამუსი გააჩნია, ფედერაციაში რიგით მუშაკადაც არ უნდა დარჩეს, არათუ პრეზიდენტობის არჩევნებისთვის იბრძოლოს.
ლუკა
11:57 10-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული