ამ კითხვით მივმართეთ აღმასკომის რამდენიმე ახალ წევრსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.
ბესიკ ჩიხრაძე, "გაგრას" პრეზიდენტი:
"მინდა, აღმასკომის ახალი და კარგი საქმეების მონაწილე გავხდე. ეს ჩემთვის მორალური სტიმულია, თორემ ისე მეტი დატვირთვაა.
მაგრამ მზად ვარ, გავიღო ენერგიაც და დროც, რომ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე დადგეს. ჩვენი ფეხბურთის დონე დღევანდელზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს და მჯერა, აღმასკომი სწორედ ამ მიმართულებით
კახა ჭუმბურიძე, "საბურთალოს" ვიცე-პრეზიდენტი:
"აღმასკომმა უნდა გააკეთოს ძალიან დიდი საქმე, უნდა იყოს ქმედითი ორგანო. ახლა მთავარია, გულშემატკივარს იმედები არ გავუცრუოთ. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს რა პროგრამაც ჰქონდა, ის უნდა შესრულდეს. ამაში კი აღმასკომმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს".
"საბურთალოს" ვიცე-პრეზიდენტს მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარიც ვთხოვეთ - თითქოს, ის მალე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდება:
"რაც შეეხება ამ ხმებს, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მე კი მოვლენებს არ გავუსწრებ. ახალი აღმასკომის სხდომა მალე გაიმართება და ამის შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება".
იმავე კითხვით მივმართეთ ლევან კობიაშვილსაც: აპირებს თუ არა თბილისის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა ჯღარკავასა და კახა ჭუმბურიძის ვიცე-პრეზიდენტებად წარდგენას?
"ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, სანამ საკითხს აღმასკომთან ერთად არ გადავწყვეტ. ახალი აღმასკომის სხდომა კი უახლოეს მომავალში გაიმართება. მთავარია, რომ აღმასკომი უკვე არჩეულია".
კობიაშვილს აღმასკომის წევრთა ფუნქციების გადანაწილებაზეც ვკითხეთ:
"ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, ვინ რა მიმართულებას ჩაიბარებს. როგორც გითხარით, ახალი აღმასკომის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება და მერე გადანაწილდება ფუნქციები, გაირკვევა ისიც, თუ ვინ იქნებიან ვიცე-პრეზიდენტები... ახალი სტრუქტურის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტები კონკრეტულ დეპარტამენტებს ჩაიბარებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"