ლევან კობიაშვილი: პროკურატურასთან და შს სამინისტროსთან მემორანდუმს გავაფორმებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის სამსახური შეიქმნება.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული სამსახური გარიგებული მატჩების აღმოსაფხვრელად იმუშავებს.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ფედერაცია მემორანდუმებს გააფორმებს საქართველოს შს სამინისტროსთან და პროკურატურასთან. აღნიშნული სამართალდამცავი უწყებები მემორანდუმის გაფორმების შემდეგ აქტიურად ითანამშრომლებენ.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს.

"ვერ გაიგო ხალხმა, რა შეიცვალა ფეხბურთში. მომავალშიც 24 საათი ვიმუშავებთ ფეხბურთის განვითარებისთვის. მსგავსი ადამიანები კი ასეთი ქმედებებით წყალში ყრიან
ჩვენს მუშაობას. ყველა ჩვენი რესურსით შევებრძოლებით გარიგებულ მატჩებს. იქმნება სპორტული სამართლიანობის ცენტრი, რომელიც ასეთ საკითხებზე იმუშავებს; ასევე, მემორანდუმს გავაფორმებთ პროკურატურასთან და შს სამინისტროსთან", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, მატჩების გარიგებები აქტიურად ხდებოდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს.

რაც შეეხება ბოლო ინციდენტს, რომელიც ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩზე დაფიქსირდა, კობიაშვილმა "ლიახვის" ფეხბურთელს, რომელთანაც მატჩის გარიგების მიზნით ზარი განხორციელდა, მადლობა გადაუხადა.

"მადლობას ვუხდი ამ ფეხბურთელს. მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მას დაურეკა ერთ-ერთმა პირმა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზა მატჩის გარიგება, თუმცა ამ ფეხბურთელმა ეს ფაქტი არ დამალა და ამისთვის მე მადლობას ვუხდი მას", - განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
ფუტსალის ასოციაციას სფფ-ის წევრობა დროებით შეუჩერდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მერცხალი გაზაFხულს ვერ მოიყვანს,და ამას ჭირდება მხარდაჭერა,ყველა კლუბისგან და გუნდიდან,მსაჯიდან,მწვრთნელიდან და ასე შემდეგ.................
soso111
21:40 01-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული