"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები სფფ-სთან აქციას მართავენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" სტადიონის დემონტაჟს. ისინი ასევე აპროტესტებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ერთხელაც არ მისულან საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე და არსებულ სიტუაციას არ გაცნობიან.

აღნიშნულ კონტექსტში, მომიტინგეები მოითხოვენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გაესაუბრნენ აქციის მონაწილეებს და მოისმინონ მათი მოსაზრებები.

"თუ გლდანის სტადიონთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაინგრევა, ასეთივე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ
"ოლიმპთან" დაკავშირებით, რომლის დანგრევაც თბილისის მერიის ან "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით ნაფეტვარიძემ.

ფეხბურთის ფედერაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსაც ელოდებიან.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
იმ აქციაზე რატომ არავინ დაუსვავს კითხვას ნაციონალებს რატო ყიდდენ სტადიონებს არა მარტო თბილისში არამედ მთელ საქართველოში.ახლა თავის ნამოქმედარს აპროტესტებენ.
bebeto
14 იანვარი 2016 16:52
0
ფაქტი ნამდვილად ცუდია რომ დაინგრა მაგას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ნაციონალებმა არ გაყიდეს ეგ ტერიტორია თავის დროზე?
უბრალოდ იმ კომპანიას 10 წელი ჰქონდა ვადა რომ არ შეეხებოდა.
mateusa
14 იანვარი 2016 12:06
0
მე მივესალმები ყველას ვინც პროტესტს გამოხატავს,სტადიონის დანგრევის მიმართ,რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვეს,ნაციონალებო გთხოვთ არ დაანგრევინოთ სტადიონი,გიული ალასანიას და მანანა სანაძეს ,ეგებ შეასმინოთ რამე,და დავიჯერებ,რომ მართლა ბრძოლობთ ერის გაჯანსაღებისთვის
zaza
14 იანვარი 2016 11:00
0
სასაცილოა ნაციონალები ჩაგრულებს იცავენ ვითომ გაეხსნათ გონება ვინც მაქ დგას რომელიმეს შვილი დაყავს ფეხბურთზე
cemuk
13 იანვარი 2016 16:06
0
მაგატ დროს დაიკცა ფეხბურტი,ეხლა რას აპროტესტებენ?მაგარი ანეკდოტური სიტუაციაა
ალეკსანდრე
13 იანვარი 2016 15:41
0
აქ რო დგანან სურათებში ზოგიერთმა ბურთი რაარის იმას ვერგეტყვიან.
pirlo
13 იანვარი 2016 15:05
0
თან ნახეთ სურათზე რა ,,სასტავი" დგას, რომ კითხო ბურთი რა ფორმისაა არ ეცოდინებათ...))
Walkabout
13 იანვარი 2016 14:57
0
მე მამუკა კვარაცხელია ვადასტურებ რომ ოლიმპი გაყიდეს ნავიონალებმა და ახლა უნამუსოდ უნდათ ქულების დაწერა!!! ორი თვე არ გამოჩენილან ნაციონალები და მერიამ მოგვარება რომ დაიწყო ახლა ამოტივტივდნენ!
Mamuka kvaracxelia
13 იანვარი 2016 14:01
0
სასაცილო ხალხი და ნამუსის დონე 0! უგულავამ გაყიდა ეგ სტადიონი და მიდით და გაუპროტესტეთ ციხესთან!!! ან უგულავა რომ ყოფილიყო მერი და ნაცები ხელისუფლებაში მაშინ საერთოდ არ გააპროტესტებდით!
მაგრამ სტადიონები არ უნდა დაინგრეს ვისი გაყიდულიც არ უნდა იყოს!
:D
13 იანვარი 2016 12:17
0
მე როგორც მახსოვს ნაცების დროს დაინგრა ნორჩი დინამოელის,ძველი 35 სკოლა ოქროსუბანში (ბაზრობად გადააკეთეს სადზც მიშა მესხი გაიზარდა),სკა სტადიონზე კორპუსები ააშენეს,სინათლე და შევარდენი რეგბისტებს გადასცეს,ახალი 35 და მარაკანზ გაუბედურებულია ეს რსც მახსოვს და მაგათ მაინც რა აქვთ სალაპარაკო.ეგ ოლიმპიც მგონი მაგათ დროს გასხვისდა....
გია
13 იანვარი 2016 12:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული