მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში

AutoSharing Option
sports.ru-მ დენის რომანცოვის ბლოგი განათავსა, რომელშიც ავტორი შეეცადა, საბჭოთა კავშირის ყველა დროის 11 საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინა.

სასიხარულოა, რომ სიაში ერთი ქართველი მოხვდა - მურთაზ ხურცილავა.

"პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახდა. ნაკრები ევრო 1968-ის ნახევარფინალში უნგრელების დამარცხების შემდეგ გავიდა (3:0 და 0:2). ერთ-ერთი გოლი მოგებულ მატჩში ხურცილავას შეტევაში ჩართვას მოჰყვა.

დაცვაში თამაშის მიუხედავად, ხურცილავამ 22 გოლი გაიტანა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

იოჟეფ საბო იხსენებდა: "ხურცილავა უნიკალური მცველი იყო, პერსონალურად იდეალურად იყვანდა მეტოქეს. ინგლისში მან ბრწყინვალედ
ითამაშა სანდრო მაცოლას წინააღმდეგ. ხანდახან მწვრთნელი უხსნიდა მურთაზს, რა უნდა ექნა, ის კი პასუხობდა - არ გინდა, ჭირიმე, შენ მარტო ნომერი მითხარი".

1972 წელს ხურცილავა ნაკრებთან ერთად, ფინალში გავიდა, სადაც გფრ-სთან 0:3 დამარცხდა. ხურცილავა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ფრანც ბეკენბაუერთან, პაულ ბრაიტნერთან, რევაზ ძოძუაშვილთან და სხვებთან ერთად.

იმავე წელს ხურცილავამ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა მიუნხენში, მან მე-3 ადგილისთვის მატჩში გოლიც კი გაიტანა", - ვკითხულობთ ბლოგზე.

ავტორი ყოველ პოზიციაზე ალტერნატიულ კანდიდატურას ასახელებს, ხურცილავას ალტერნატივა ალექსანდრე ჩივაძეა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს:

ლევ იაშინი - ალბერტ შესტერნოვი, მურთაზ ხურცილავა, ანატოლი დემიანენკო - ვალერი ვორონინი, იგორ ნეტო, ფედორ ჩერენკოვი, იგორ ჩისლენკო - ედუარდ სტრელცოვი, ოლეგ ბლოხინი, ვსევოლოდ ბობროვი.
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი
მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ სიაში სტაროსტინი და ფედოტოვი ვერ მოხვდნენ! და სიჭინავა უნდა იყოს?
დინამო-76
23 თებერვალი 2016 19:05
0
ჩერენკოვი და ჩისლენკო ყიფიანს და მესხს ჯობდა არა? ეგა რუსული სიმართლე ... ან დემიანენკო ჩივაძეს?
+_)
23 თებერვალი 2016 18:43
0
სად არიან გიორგი სიჩინავა,მესხი,კიფიანი,შენგელია,გუცაევი და კიდევ რამდენიმე?
ალეკსანდრე
23 თებერვალი 2016 18:37
0
აი რუსი შოვინისტების სია. ქართველები სძულთ. ყიფიანზე , მეტრეველზე და მესხზე უკეთესი ფეხბურთელი ჯერ არ ყოლიათ 150 მილიონიან რუსეთს. სავარაუდოდ არც მომავალში ეყოლებათ მათნაირი.იმიტომ არ გვინდა რუსეთი.
გია
23 თებერვალი 2016 18:29
0
ძალიან მიკერძოებული და არაობიექტური ვარიანტია. რა უნდა ამ ათეულში დემიანენკოს, ჩერენკოვს და ჩისლენკოს, რაც შეეხება ბობროვს, ჰოკეისტების საუკეთესო ათეულში უფრო იყო მისი ადგილი.ყიფო, მესხი და მეტრეველი რომ ალტერნატიულ ათეულშიც ვერ მოხვდნენ, ეს უკვე ღიმილის მომგვრელია.
besiki
23 თებერვალი 2016 18:01
0
რას ჰქვია გოლი მოჰყვა? მატჩის წინ ხურცილავა ამშვიდებდა იაკუშინს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშე და 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა მეორე გოლი!
zurab
23 თებერვალი 2016 17:58
0
იასინი, ვორონინი, სტრელცოვი. აი სხვა რუსი არ უნდა ყოფილიყო.
kaxeli papa
23 თებერვალი 2016 17:45
0
მესხს,მეტრეველს,ჩოხელს....თავი რომ დავანებოთ ყიფიანი მაინც შეეყვანა მაგ რუს შოვინისტს.
გია
23 თებერვალი 2016 17:40
0
ჩივაძე, ყიფიანი, მესხი, მეტრეველი....
ეეჰ, ძალიან ფრაერი ყოფილა დენის რომანცოვი, აი ჩერენკოვს რომ დაასახელებ საუკეთესოებში მანდ მთავრდება ყველაფერი
chako
23 თებერვალი 2016 17:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული