გიორგი დევდარიანი: შოთასი მადლობელი ვარ, მაგრამ საქმეს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი

AutoSharing Option
შოთა არველაძეს თელ-ავივის "მაკაბი" მთავარ მწვრთნელად იწვევს და საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. ცნობილი იყო, რომ "მაკაბიში" მასთან ერთად გიორგი დევდარიანსაც უნდა ემუშავა, მაგრამ ეს ვარიანტი გუშინ გამოირიცხა:

"გიორგის ველაპარაკე და ვუთხარი, კონკრეტულად რა პირობები ექნებოდა მას, თუ მე "მაკაბიში" ვიმუშავებდი. რომ იცოდეთ, საქართველოს პირობებთან შედარებით, ლაპარაკია ძალიან სოლიდურ ანაზღაურებაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგიმ დალოდებას ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინა", - თქვა შოთა არველაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში.

დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ შოთას მიერ ნახსენები "ძალიან სოლიდური ანაზღაურება" წლიური 100 ათასი ევროა.

რატომ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა დევდარიანმა? 43 წლის სპეციალისტს კომენტარისთვის დავუკავშირდით:

"შოთასი მადლიერი ვარ, უცხოეთში სამუშაოდ კიდევ ერთხელ რომ მიმიწვია. "მაკაბიში" ფინანსურად მართლაც გადასარევი პირობები მექნებოდა.

მაგრამ ბოლო მომენტში დავფიქრდი და ჩავთვალე, რომ "ლოკომოტივს" და აქაურ ბავშვებს უფრო ვჭირდებოდი, ვიდრე "მაკაბის", სადაც მუშაობა ჩემთვის მართლაც დიდი პატივი იქნებოდა.

ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, მაგრამ ეს უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე - ჩემს მწვრთნელობას აზრი ექნება, თუ "ლოკომოტივის" 18-წლამდელებში ეროვნული ნაკრებისთვის ერთ ნიჭიერ ბავშვს მაინც გავზრდი.

ახლა ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის და არის იმის ალბათობაც, რომ იუნიორების ჩემპიონთა ლიგაშიც მოვხვდეთ. საქმის შუა გზაზე მიტოვება კი არ შემეძლო".

აი, ასე. და კიდევ: 1998-99 წლებში დაბადებულების ჭაბუკთა ლიგაში დევდარიანის გაწვრთნილი "ლოკომოტივი" პლეი-ოფის მატჩებს 16 და 20 ივნისს ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" წყვილში გამარჯვებულს მთავარი ჯილდოსთვის 26 ივნისს "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ძალკან კარგი ადამიანი.
ილო
15 ივნისი 2016 19:39
0
ნამდვილი გიჟია :))
ნეტა ამნაირი ბევრი იყოს!
giorgi
15 ივნისი 2016 19:20
0
ნუთუ საქართველოში არსებობენ ასეთი ადამიანები.ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ბატონო გიორგი
ლადო ბუკია
15 ივნისი 2016 19:13
0
იმდენად გულწრფელი და ალალი ადამიანია რომ გამორიცხულია მას არ დაუფასდეს ეს...
წარმატებები
ioseb
15 ივნისი 2016 19:10
0
სწორედ ამ რანგის სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ ახალგაზრდებთან,აქ უფრო მაღალი მოთხოვნები უნდა ჰქონდეს მწვრთნელს, ვიდრე დიდებში. ახალგაზრდებთან მუშაობისას დაშვებულ შეცდომებს იმკის დღეს ქართული ფეხბურთი.
გულშემატკივარი
15 ივნისი 2016 19:03
0
დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს!
4
15 ივნისი 2016 18:25
0
ნაღდად მჯერა ამ კაცის გულწრფელობის....
სიმართლე
15 ივნისი 2016 17:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული