შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.
სფფ-ს პრეზიდენტმა ევროასპარეზზე ქართული გუნდების შანსებზეც ისაუბრა. ამავე დროს პრეზიდენტმა ფანებს შორის დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.
"მსურს ყველას წარმატებები ვუსურვო. ძალიან გვჭირდება კლუბების წარმატება თანაც იმ ყველაფრის ცუდის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა
ეს წარმატება სჭირდება მათ და გვჭირდება ჩვენ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოთხივე გუნდი გადალახავს ამ ბარიერს და უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, შანსი არის.
"სამტრედიას" შეხვდა რთული მეტოქე "გაბალას" სახით, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან ცეცაძის შეგირდები, რაც "დინამოსთან" მოპოვებულ გამარჯვებაშიც (5:1) აისახა.
- "სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]
ფანებს შორის ვისურვებდი რომ დაპირისპირებები არ იყოს, ეს არავის სურვილი არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავთ იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის მანძილზე გარკვეული დაძაბულობა იყო. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.
- ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებისთვის პრემიები იქნება, თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა
- "არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება"
- ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს