ლევან კობიაშვილი: კლუბების წარმატება ევროთასებზე ძალიან გვჭირდება

AutoSharing Option
24 ივნისს, 16:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივან დავით მუჯირთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან და მეორე ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

სფფ-ს პრეზიდენტმა ევროასპარეზზე ქართული გუნდების შანსებზეც ისაუბრა. ამავე დროს პრეზიდენტმა ფანებს შორის დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.

"მსურს ყველას წარმატებები ვუსურვო. ძალიან გვჭირდება კლუბების წარმატება თანაც იმ ყველაფრის ცუდის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა
ევროთასებზე.

ეს წარმატება სჭირდება მათ და გვჭირდება ჩვენ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოთხივე გუნდი გადალახავს ამ ბარიერს და უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, შანსი არის.

"სამტრედიას" შეხვდა რთული მეტოქე "გაბალას" სახით, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან ცეცაძის შეგირდები, რაც "დინამოსთან" მოპოვებულ გამარჯვებაშიც (5:1) აისახა.

- "სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]

ფანებს შორის ვისურვებდი რომ დაპირისპირებები არ იყოს, ეს არავის სურვილი არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავთ იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის მანძილზე გარკვეული დაძაბულობა იყო. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

- ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებისთვის პრემიები იქნება, თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა
- "არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება"
- ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ნიშნავს პირადული?კი გეთანხმები მოედნები გვინდა ,ანუ პირადად მოედანი ვიგულისხმე,შეიძლება არასწორად
zaza
23:49 27-06-2016
0
ყველას პირადული ამოძრავებს, აბა სტადიონის აშენება რომ შველოდეს საქმეს, რუსეთში რამდენი ქალაქიცაა იმდენი სტადიონია, მაგრამ ფეხბურთს ვერ თამაშობენ. სტადიონი კი არა მოედნები გვინდა, საშხაპეებით და აღდგენითი ცენტრბით. ჰოდა თუ რეფორმამ გაამართლა მერე სტადიონებსაც ეშველება. აბა უფეხბურთო და უმაყურებლო სტადიონი ვის რა ჯანდაბა უნდა.
yvelas piraduli amozravebs
11:14 26-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული