არსებული მდგომარეობით, სფფ-ის ვალი 16 785 000 ლარს შეადგენს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღევანდელ ყრილობაზე აუდიტის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც მუჯირმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად ფედერაციაში საბიუჯეტო დეფიციტის საერთო რაოდენობამ, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, 16 785 600 ლარი შეადგინა. აქედან დავალიანება შეადგენს 11 მილიონ 785 ლარს, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები - 5 000 600 ლარს.

მუჯირის განმარტებით, აუდიტი ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე ჩატარდა. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფა-დან და ფიფა-დან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ,
ასევე, კერძო პირებზე გაცემულმა თანხებმა და შემდეგ ამ თანხების ჩამოწერამ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა პერიოდს მოიცავს ვინმემ იცით ?
boneki
07:35 29-06-2016
0
მილიონიც შეჭამეს და მეტიც შენმა მოწონებულმა ფედერაცია კლუბებმა. 40 კაცი ჰყავდათ შტატში აქედან ნახევარს ერქვა ფეხბურთელი. ეგ არ იყო ფულის შეჭმა? ან რომელი კანონით დაიჭერდი?
კომუნისტებს რა ქონდათ თავში კარგად გცოდნია, ეხლა კი როცა არაფერი გაქვს ამიტომ აძლევ ყველას ერთნაირად ხოლო დანარჩენი მათი მუშაობის მიხედვით დაემატებათ. მე არ ვამბობ უიმე რა კარგად მიდის საქმე, მაგრამ საქმე დაწყებულია და ახლა კრიტიკით შეგიძლია ,მხოლოდ შეცდომებზე რომელსაც დაუშვებენ, ხოლო სტრატეგია გარკვეულია და უკან წასვლა სიკვდილის ტოლფასი. ვისაც ჩემი ქართული არ მოგწონთ - გაიცინეთ, მთავარია აზრი გაიგოთ.
haha
07:30 29-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული