გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში "გაბალასთან" სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"რატომ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი? ამაში ხელი "გაბალამ" შეგვიშალა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ისღა დამრჩენია, მივულოცო მეტოქეს.

თუმცა აღვნიშნავ, რომ დღევანდელ შეხვედრაში თავადაც უამრავი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, ასეთი ანგარიშით წაგებას არ ველოდი.

მარცხს გაანალიზება სჭირდება. მოვემზადებით და შევეცდებით, საქართველოში გასამართ საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ.

გვაქვს
თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!", - აქვეყნებს ცეცაძის ნათქვამს აზერბაიჯანული მედია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
სამტრედიამ ჩემი აზრით სწორი გააკეთა რომ უკან ავტობუსი არ ჩააყენა ეს მომავალში შედეგს მოიტანს ამ ახალგაზრდებს რომ უკან ჩაჯდომას მიაჩვევ გოლს მერე ვერასდრორს ვერ გაიტანენ რაც გამოვიდა ის გამოვიდა ამ ფიზიკური ძალით გაბლა რომ ევროპის საშულო გუნდად ყალიბდება ეს აშკარაა
toko
02 ივლისი 2016 11:47
0
მადლობა ბიჭებს გაბალასთან რო არ ჩაიკეტნენ მაგათთან გინდ ჩაიკეტე გინდ არა რეალურად სამტრედიაზე ორი თავით მაღლა დგას ასევე უნდა გააგრძელოს გუნდმა მომვალში შედეგიც იქნება ქართულ ფეხბურთს დაცვიდან თამაში არასდროს გამოსვლია დაცვიდა მაქსიმუმ მინიმალურად წააგო
eko mgelaze
02 ივლისი 2016 10:44
0
როგორ თეთრი შურით მშურს სამტრედიელი გულშემატკივრის როგორ იცავენ თავიანთ საყვარელ გუნდს მაქ რომ სიგიჟემდე უყვარდათ ფეხბურთი ვიცოდი მარა ეხლა ვფიქრობდი ჩემთვის რომ ასეთი ქალაქის გუნდი იმსახურებს თუნდაც ახლო მომავალში რომელიმე ჯგუფურ ეტაპზე გასვლას თქვენ დიდებული გვერდით დგომ გცოდნიათ გვიმრავლოს ღმერთმა თქვენისთანები
batumi
02 ივლისი 2016 08:17
0
თბილისი დინამოს საყურადღებოდ ესეთი ფეხბურთელის ყიდვა როგორიც ჰეთ- ტრიკის შემსრულებელი იყო ვიქსი დინამოს ბიუჯეტისთვის სავსებით შესაძლებელია მაგრამ მოყარეთ ამ ყოფილი იუგოსლავიის უვარგისი ფეხბურთელები გაახილედ თვალი როგორ გგონიათ ის ვიქსი გაბალაში წავიდა სათამაშოდ და დინამოში არ წამოვიდოდა ? სამწუხაროდ სხვა ქართული გუნდი ვერ გაჭვდება ასეთ შენაძენებს
Mamuka
01 ივლისი 2016 19:32
0
გარკვეულის ხალხის დახმარებით საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი რო აიღო და ევროპის ტურნირებზე რო გავიდა იქ ვინ დახვდებოდა?საქართველოს ჩემპიონატის უსუსურობა სახეზეა, ჯერ სადა ხართ...
xxx
01 ივლისი 2016 17:33
0
მივმართავთ გია ცეცაძეს და ჩვენს ფეხბურთელებს ჩვენ გიხდით ბოდიშს ყველას მაგიერ არცერთ სამტრედიელს თქვენზე აუგი არ დაცდენია ამას მიხვდებით ზესტაფონში როცა იქ იქნება სამტრედიელი ქომაგები არა იმიტომ რომ გაბალას გავივლით იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები გავამხნევოთ
samtredielebis saxeliT
01 ივლისი 2016 16:43
0
არა აბა ის იყო თამაში ესპანეთმა ცალკარა რომ ითამაშა ქეცბას დროს გაბალასთან რა ანგარიშით წააგებ არ აქვს მნისვნელობა დღესდღეობით სამტრედიაზე ორი თავით მაღლა დგას ასე რომ ცეცაძე ძან სწორად მიქც რო არ ჩაიკეტა
ako
01 ივლისი 2016 15:48
0
გია ჩვენ სამტრედიელი ქომაგები შენს გვერდით ვართ სხვა დანარჩენი არ გვაინტერესებს ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის ვისაც არა ნუ წერთ კომენტარებს
afaqela
01 ივლისი 2016 15:41
0
ასეთი დიდი ანგარიშით წაგება მწვრთნელის ბრალია. გახსნილი თამაში ეთამაშა გასვლით მატჩში მათზე ძლიერ გუნდს. გაბალა დღეს რეალურად უფრო ძლიერი გუნდია და უნდა ეთამაშო დაცვიდან.
kaxa
01 ივლისი 2016 15:29
0
რა შანსზე ლაპარაკობს. ან თქვენ რა ბიუჯეტზე და ფეხბურთელების დონეზე კამათობთ. ტიპებმა სულელურად ითამაშეს. ს-უ-ლ-ე-ლ-უ-რ-ა-დ. თორე ვის არ წაუგია. რო იცი რომ გჯობია უნდა ითამაშო ისე როგორც ისლანდიელები თამაშობენ და არ უნდა იბლატავო თამაშამდე. თამაშამდე ტრაბახი გღუპავთ.
ეხლაც, ვიცით რომ ვერ გახვალთ. ისე მაინც ითამაშე რომ 1:0 მოიგო. ცოტას ჩვენ დავმშვიდდებით და ქვეყანასაც რაღაც მინიმალური ქულები შეემატება.
haha
01 ივლისი 2016 14:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული