"დინამოს" მეტოქე ავსტრიული ლასკ-ი იქნება. მატჩი მონდზეეში გაიმართება და ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
გასულ სეზონში "ლასკიმ" ავსტრიის პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე სამი სპარინგ-მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში დინამოელები ვარშავის "ლეგიას" (1:1) დაუზავდნენ, მეორეში ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" (0:3) დამარცხდნენ, ხოლო მესამეში "მაკაბი ჰაიფას" (2:0) მოუგეს.